როგორ დავიამოთ კბილის ტკივილი - კვირის პალიტრა

როგორ დავიამოთ კბილის ტკივილი

კბილის ტკივილს გაგიყუჩებთ ხალხური საშუალებები:

- 1ს/კ სალბს დაასხით 1 ჩ/კ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და ნაყენი გამოივლეთ პირში 3-5-ჯერ დღეში, 30 წუთის განმავლობაში. ანალოგიურად შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარასა და გვირილის ყვავილის ნაყენი.

ცნობისთვის: ნაყენი უნდა იყოს ნელთბილი.

- 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გაწურეთ და გამოივლეთ პირში.

- ყინულის პატარა ნაჭერი შეახვიეთ ხაოიან ქსოვილში და რამდენიმე წუთით დაიდეთ მტკივანი კბილის მხარეს ლოყაზე. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და აცხრობს შეშუპებას.

- მტკივან კბილზე დაიდეთ ახალი უმარილო ღორის ქონის პატარა ნაჭერი - ის შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომლებიც აბებზე არანაკლებ აყუჩებენ ტკივილს.

ცნობისთვის: არ შეიძლება მტკივან კბილზე დაიდოთ ეთილის სპირტში და საერთოდ სპირტში დასველებული ბამბის ტამპონი, ორივეს შეუძლია გამოიწვიოს ღრძილების დამწვრობა.