რჩევები ალერგიული რინიტის დროს - კვირის პალიტრა

რჩევები ალერგიული რინიტის დროს

ალერგიული რინიტის (თივის ცხელება, პოლინოზი), რომელსაც უმეტეს შემთხვევაში იწვევს მტვერი, სიმპტომებია: ცხვირის ცემინება, ცხვირიდან სისველე, ცრემლდენა, თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა (ჭირს სუნთქვა). გთავაზობთ სამკურნალო რეცეპტებს:

1. მიიღეთ 1-2 ჩ/კ ახალგამოწურული ნიახურის ფესვების წვენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. წვრილად დაჭრილ 4 თავ ხახვს დაასხით 1 ლ ცივი წყალი, გააჩერეთ ერთი ღამე და მიიღეთ ნაყენი დღის განმავლობაში.

3. 1 ს/კ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ Y0,5 საათი. მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 2-4-ჯერ დღეში.

4. გირჩევთ:

- წვიმის შემდეგ გაანიავოთ ოთახი საღამოს და მაშინაც, როცა ქარი არ ქრის. ამ დროს ფანჯარას ჩამოაფარეთ სველი ქსოვილი ან რამდენიმე ფენა მარლა.

- შინ დაბრუნებისთანავე გამოიცვალეთ ტანსაცმელი.

- მიიღეთ შხაპი დღეში არანაკლებ 2-ჯერ.

- სარეცხს ნუ გააშრობთ გარეთ.