როგორ ვმართოთ ემოციები - კვირის პალიტრა

როგორ ვმართოთ ემოციები

წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია არა მარტო მძიმე სტრესულ სიტუაციას, უფროსებთან უთანხმოებას, შვილის გაუგონრობას, წვრილმან უსიამოვნებასაც კი. მართალია, ბევრი უსიამოვნების დაძლევა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი ზემოქმედების შერბილება ანტიდეპრესანტების გარეშეც. არსებობს რთულ სიტუაციებში წონასწორობის შენარჩუნების არაერთი ეფექტიანი ხერხი.

1. გაიმართეთ და მიეყუდეთ სკამის საზურგეს, ფეხები ასწიეთ ზევით და შეეცადეთ, ხელებით მისწვდეთ ფეხის თითებს. შემდეგ მოდუნდით და ოდნავ მოიხარეთ.

2. ნეგატიური ემოციებიდან გაგათავისუფლებთ მედიტაცია: ხელები გადააჯვარედინეთ, ცერა თითები გადააჯვარედინეთ, საჩვენებელი თითები წინ გამოსწიეთ და ერთმანეთს მიაბჯინეთ, 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

3. საათას ყვავილის ცივი ჩაი აღადგენს სულიერ წონასწორობას. 1 ს/კ გამხმარ ყვავილის ფურცლებს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი ცივ ადგილას და შემდეგ დალიეთ.

4. ნიგოზი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონის - სეროტონინის, ანტიოქსიდანტების, B და E ვიტამინების გამომუშავებას, შველის სტრესს, ეხმარება წონასწორობის აღდგენაში.

5. მიმართეთ ცეკვის თერაპიას. მუსიკის თანხლებით რიტმული მოძრაობა ხსნის სტრესს, მნიშვნელობა არა აქვს, კარგად ცეკვავთ თუ არა, მთავარია, მოძრაობების მეშვეობით გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისაგან.

6. გაღიზიანებისგან გაგათავისუფლებთ ექსპრეს-მასაჟი. დაჯექით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები, საჩვენებელი და შუა თითები მსუბუქად დააჭირეთ საფეთქლებს და წრიული მოძრაობით 30 წამი გაიკეთეთ მასაჟი.

7. თუ გსურთ სწრაფად გათავისუფლდეთ სტრესისგან, მთელი ძალით გაუსვით ხელისგულები ერთმანეთს მანამ, სანამ არ გაცხელდება. გასამხნევებლად ხელისგულების ნაცვლად გაიკეთეთ ყურის ბიბილოების მასაჟი.

8. უგუნებობისას შეეცადეთ, გამაღიზიანებელი "აგრესორი" წარმოიდგინოთ პატარა პამპერსიან ბავშვად, გაიხსენეთ სასაცილო ამბავი, ანეკდოტები, უყურეთ კომედიურ ფილმს, გადააადგილეთ ავეჯი და ა.შ.

9. გათავისუფლდებით შიშისა და შფოთისგან, თუ არომადამპას დააპკურებთ 5-6 წვეთ ილინგ-ილინგის სურნელოვან ზეთს (საკმარისია ისუნთქოთ 15 წუთი).