დელიკატური პრობლემა - კვირის პალიტრა

დელიკატური პრობლემა

ხშირად შარდის შეუკავებლობა აწუხებთ ქალებს, რომელთა საშვილოსნოს კუნთები დასუსტდა, ადამიანებს, რომელთა შარდის ბუშტმა ტონუსი დაკარგა და მათ, ვისაც შარდის ბუშტში კენჭები აქვთ.

გთავაზობთ ამ დაავადების სამკურნალო ხალხურ რეცეპტებს:

1. დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი.

2. დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ დანის წვერით მრავალძარღვას დაფქული თესლი.

3. 1 ს/კ მრავალძარღვას ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

4. 1 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე. გააჩერეთ საათი, მიიღეთ ყოველდღე 0,5 ჩ/ჭ ნაყენი 2-3-ჯერ ჭამამდე.

5. 40 გ სალბის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ლ მდუღარე, შეფუთეთ და გააჩერეთ 1-2 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 0,5-1 ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში.

6. 3 ს/კ წიწმატურას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3-4 საათი გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 4-ჯერ ჭამამდე.