რა არის ვიტილიგო - კვირის პალიტრა

რა არის ვიტილიგო

ვიტილიგო ერთ-ერთი რთული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხშირად თავს იჩენს 20 წლის ასაკში, კანზე თეთრი ლაქების სახით. ის იშვიათი დაავადებაა, ამასთან 40% მემკვიდრეობითია. ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ არსებობს ფერმენტი თიროზინაზი, რომელიც მონაწილეობს მელანინის გამომუშავებაში.

ვიტილიგოს მიზეზად შეიძლება იქცეს: მოწამვლა, დაქვეითებული იმუნიტეტი, ხშირი სტრესები, ნერვიულობა, შინაგანი ორგანოებისა და სეკრეტორული ჯირკვლების დაავადება, ქრონიკული ანთებითი დაავადება, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნცია, მზით დამწვრობა, ენდოკრინული პათოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის დასახელება უჭირთ.

ვიტილიგოს მიიჩნევენ არა დაავადებად, არამედ ორგანიზმის რეაქციად სერიოზული დაავადების დროს. ის ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს, ავლენს ჯანმრთელობის დაფარულ პრობლემებს.

ხშირად ვიტილიგო აწუხებთ ღვიძლით ან პარაზიტი ჭიებით - ლამბლიათი და ჰემინთებით დაავადებულებს. ეს პარაზიტები ორგანიზმში იწვევენ სპილენძის დეფიციტს. ვიტილიგო აწუხებთ - ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებს, მათ, ვისაც დარღვეული აქვთ კუჭის მჟავიანობა.

ვიტილიგოს მთლიანად განკურნება არ ხერხდება. მაგრამ თანამედროვე მედიცინით შეიძლება მათი შემცირება.

ვიტილიგოთი დაავადებულებმა თავი უნდა მოარიდონ მზის სხივებს.

მისი მკურნალობის დროს ულტრაიისფერ სხივებთან ერთად ინიშნება ვიტამინოთერაპია და სინათლისადმი მგრძნობელობის მომატების ხელისშემწყობი პრეპარატები. საზღვარგარეთ მკურნალობენ ლაზეროთერაპიითა და დონორის კანის გადანერგვით.