ხალხური მედიცინა გვთავაზობს... - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს...

ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ნარევი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას:

შეურიეთ ერთმანეთს 3-3 ჩ/კ კრაზანა და ვირისტერფა, 2,5 ჩ/კ თავშავა, 2 ს/კ პიტნა, 2 ჩ/კ გვირილა, 1,5-1,5 ჩ/კ სიმინდის ულვაში და ასკილი, 1-1 ჩ/კ კუნელი და კატაბალახა,M 2-3 ჩ/კ ნამდვილი ჩაი. 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით ჩაივით.

მაღალი მჟავიანობის დროს

შეურიეთ ერთმანეთს 2-2 ს/კ ბაღის პიტნა, ფარსმანდუკი, კრაზანა, 1/4 ს/კ კამის თესლი, 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 20 წუთით გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სვით 2-3 თვის განმავლობაში.

დაბალი მჟავიანობის დროს

შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ბაღის პიტნა, გვირილა, კამის თესლი, კვლიავი, კატაბალახა (ნახევარი წილი), სვია. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წუთი და დალიეთ უზმოზე 2-3 თვის განმავლობაში.

ფეხის სოკოს დროს

გაუზავებელ ვაშლის ძმარში დაასველეთ ბამბის ქსოვილი, გაუწურავად დაიფინეთ. საფენები ცვალეთ დღეში 6-ჯერ. ფეხსაცმელები ძმრით დაასველეთ და გააშრეთ.

ენურეზის დროს

ყოველღამე, ძილის წინ (4 წლის ზემოთ) ბავშვს მიეცით 1 ჩ/კ თაფლი, აუცილებლად ნატურალური (შედეგი განსაცვიფრებელია).

მაღალი წნევის დროს

1 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით 100 გ მდუღარე წყალი, დატოვეთ ერთი ღამე და ნაყენი უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსია 2 კვირა.

დაღლილობის დროს

ერთმანეთს შეურიეთ 1-1 ჩ/ჭ ხახვის წვენი და თაფლი. გააჩერეთ 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ 10 დღე შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.