იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ამპელოთერაპიას - ყურძნით მკურნალობას, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიმართავდნენ. სასარგებლოა არა მარტო ახალი ყურძენი, არამედ ჩამიჩიც, განსაკუთრებით - გულის, თირკმლების, ღვიძლის დაავადების, დასუსტებული კუნთების, ანემიის, ართრიტისა და კუჭის შეკრულობის დროს. თუმცა, მათ, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები და სიმსუქნე, ყურძენი და ჩამიჩი  ძალიან ცოტა უნდა ჭამონ, ისიც არცთუ ძალიან ტკბილი ჯიშისა, ნაკლებკალორიული, რომელიც არ იწვევს ნაწლავებში ძლიერ დუღილს.

დანარჩენებმა შეიძლება მოიწყონ მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და ძალის აღსადგენად განმტვირთავი დიეტები (მიიღონ კვირაში 1-2-ჯერ 1-1,5 კგ ყურძენი). ის წმენდს ორგანიზმს, მასში შემავალი პოლიფენოლები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაადრევ დაბერებას, ონკოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა და ბევრი სხვა დაავადების განვითარებას.

ამელოთერაპიას იყენებენ კოსმეტიკაშიც: პროცედურის დაწყებამდე სახე გაიწმინდეთ ორთქლით, შემდეგ სახესა და ყელზე დაიფინეთ ყურძნის ახალგამოწურულ წვენში დასველებული 2 ან 3 ფენა მარლა. 20-25 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ, გაიშრეთ პირსახოცით და წაისვით კრემი. ეს პროცედურა კანს მატებს ელასტიკურობას, ახალგაზრდობას და ქრება ლაქები.

- საზამთრო რკინის შემადგენლობით მესამე ადგილზეა მწვანე სალათისა და ისპანახის შემდეგ. მასში ბევრია (C, B1, B2, B5, B9, PP, კაროტინი) ვიტამინი და სხვა სასარგებლო ნივთიერება.

საზამთროს რბილობი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ორგანიზმიდან გამოდევნის "ცუდ" ქოლესტერინს. არც არის გასაკვირი, რომ სპეციალისტებმა - წონის დაკლების, ორგანიზმის დეტოქსიკაციის, ზედმეტი სითხისა და მარილების (მათ შორის პოდაგრის დროს) გამოდევნის, შარდის ბუშტსა და თირკმლებში კენჭების დაშლის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ქოლეცისტიტისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობის მიზნით - საზამთრო მიიჩნიეს დიეტის ძირითად კომპონენტად.

- "იკებანა" იაპონურად - "სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ყვავილებს" ნიშნავს. თაიგულის შედგენისას თქვენ უხანგრძლივებთ სიცოცხლეს ყვავილებს, ისინი კი თქვენ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყვავილებისა და ბალახების კომპოზიცია ხსნის დაღლილობას, მატებს ენერგიას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, მათი სურნელება კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ყველა ფუნქციას. თაიგულის შედგენა, რომელიც მოითხოვს ხელის გაწაფულობას, იცავს თითების სახსრებს ართრიტისაგან. ავარჯიშებთ რა თითებს, რომელთა მოძრაობაც დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ ზონებთან, რომლებიც პასუხს აგებენ მეტყველებაზე, მეხსიერებასა და ინტელექტზე, ამავე დროს 2-ჯერ ამცირებს ინსულტის რისკს.

- თუ არ გეძინებათ და ფეხები გიბუჟდებათ, ფიტოთერაპია დაგეხმარებათ ამ უსიამოვნებებისგან განკურნებაში: ყოველდღე სვით თავშავას ჩაი. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იწვევს ძილს, ხსნის ვენების ვარიკოზის დროს ფეხების დაბუჟებას, შველის კბილის ტკივილს, შეკრულობას, მეტეორიზმს. შარდსადინარი გზების დისკონეზიასა და ქოლეცისტიტს. გაცივების დროს დაბლა სწევს ტემპერატურას, იწვევს ოფლიანობას, შველის ყელის ტკივილსა და სურდოს.