ბუნებრივი ექიმები - კვირის პალიტრა

ბუნებრივი ექიმები

სამკურნალო მცენარეებით დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. მათი გამოყენება შეიძლება როგორც ნედლად, ისე გამხმარის. ამ სურნელოვანი მცენარეებიდან ბევრი არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს იმუნიტეტს, ამიტომაც ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად:

რეჰანი (რიანდი, შაშკვლავი, შაშტამი, ჟაშკვლამი, სამშურე) - ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს.

კამა - ამშვიდებს კუჭს, აძლიერებს მადას, ხელს უწყობს ცხიმიანი საკვების სწრაფად მონელებას.

როზმარინი - ორგანიზმს მატებს ტონუსს, ამშვიდებს ნერვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

პიტნა - აქვს მადეზინფიცირებელი და ანთებსაწინააღმდეგო თვისება.

ქინძი - აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ტრაქტს, ამშვიდებს ნერვებს.

ოხრახუში - ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

ტარხუნა - ბუნებრივი შარდმდენია, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

სალბი - აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, თუმცა მისი დიდი დოზით მიღება არ შეიძლება - აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

ბარამბო - შველის კუჭის ჭვალს, ხსნის გულის რევის შეგრძნებას, ამშვიდებს ნერვებს.

გახსოვდეთ! სამკურნალო სურნელოვანი მცენარეები არარეკომენდებულია ორსულთათვის და სანამ ამ მცენარეებით მკურნალობას დაიწყებთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.