იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

...გრეიპფრუტი ებრძვის C ჰეპატიტს. ფლავონოიდი ნარინგინი, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს და მას მომწარო გემოს აძლევს, ხელს უშლის ორგანიზმში C ჰეპატიტის გამრავლებას. ტრადიციულ ვირუსსაწინააღმდეგო წამლებთან ერთად, დაავადების შემთხვევაში ამსუბუქებს მის მიმდინარეობას. ამერიკელ მეცნიერთა აზრით ნარინგინი ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს, 80%-ით - ინფიცირებული უჯრედებიდან ვირუსის გამოყოფას და ჯანმრთელ უჯრედებში მის შეღწევას.

ცნობისთვის: ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში უმჯობესია თავი შეიკავოთ გრეიპფრუტზე, და დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ ზოგიერთი წამლის მიღების დროს.

...კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის დროს ძლიერ იძაბება და იღლება თვალები, რაც თავისთავად გადაეცემა თავის ტვინის სხვა სტრუქტურებს და ნეგატიურად აისახება ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, ფიზიკურ და გონებივ შესაძლებლობებზე: 90%-ით უქვეითდება მეხსიერების, ფიქრისა და ყურადღების კონცენტრირების უნარი, რაც იწვევს ნერვული სისტემის გადაღლასა და ორგანიზმის გამოფიტვას. თუმცა, ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, თუ კომპიუტერთან ახლოს დადებთ ლიმონის ნაჭერს ან ოთახში შროშანის სურნელი იქნება, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ 20%-ით ნაკლები შეცდომა მოგივათ.

...ნაყინი, რომელიც შეიცავს რძესა და ნაღებს მშვენიერი ანტისტრესია და ბუნებრივი ტრანკვილიზატორის - ამინომჟავა ტრიფტოფანის წყაროა, ეს ამინომჟავა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, აწესრიგებს ძილს. ასეთივე თვისება აქვს შოკოლადსაც.

...ადამიანის თვალს შეუძლია საშუალოდ 160 ფერის გარჩევა, მხატვარს კი, პროფესიიდან გამომდინარე - 10.000 ფერის.

დალტონიზმის ყველაზე იშვიათი ფორმის აქრომატოფსიით (ფერთა სრული სიბრმავით) შეპყრობილი ადამიანები არჩევენ მხოლოდ თეთრს, შავსა და ნაცრისფერს.