ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არსებობს სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლიან სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების განვითარებას, იცავენ ორგანიზმს მისგან. მაგალითად:

ანანასი - არა მარტო ასუფთავებს და წმენდს სისხლს, არამედ ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

პომიდორი - რომელიც ანტიოქსიდანტ ნივთიერებას - ლიკოპენს შეიცავს, თავისი ეფექტიანობით A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინზე უფრო მაღლა დგას. ამ ნივთიერების წყალობით პომიდორს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება აქვს.

ბროკოლი - სულფორფანის წყალობით აქტიურად ეწინააღმდეგება კუჭის წყლულსა და კუჭის კიბოს განვითარებას.

ზეითუნის ზეთი - შეიცავს ზეთისხილის მჟავას, იცავს ქალბატონებს მკერდის კიბოსგან.

მსხვილად დაფქული ხორბლის პური - მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი უჯრედებითა და ბოჭკოებით, გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს, ეწინააღმდეგება კანცეროგენებს.

წიწმატი - შეიცავს ნივთიერება ფენეტილ იზოთიოციანიტს, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას, განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს სისხლში, რაც სიმსივნის წარმოქმნას ეწინააღმდეგება.

ძლიერი ანტიოქსიდანტებით - ბიოფლავონოიდებით, მდიდარი წითელი და შავი ყურძენი ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. რესვერატროლის წყალობით, ყურძენს შეუძლია არა მარტო თავიდან აგაცილოთ სიმსივნის წარმოქმნა, არამედ შეებრძოლოს მას. სასარგებლოა ყურძნის ჭამა კანიან-წიპწიანად, მათში ბევრია რესვერატროლი.

C ვიტამინით მდიდარი წითელი ჭარხალი - ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ხოლო ბეტაინი აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას, მაგნიუმი - ებრძვის კიბოს უჯრედებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მუქი წითელი ფერის (თეთრი წრეების გარეშე) ჭარხალი.