უძილობა გაწუხებთ? - კვირის პალიტრა

უძილობა გაწუხებთ?

შეიძლება ნებისმიერი დაავადება გახდეს უძილობის მიზეზი. ამ შემთხვევაში მისგან თავის დასაღწევად საჭიროა დაავადების მკურნალობა.

თუ ჯანმრთელი ხართ, მაშინ უძილობა შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობამ, სტრესმა, არასწორმა რეჟიმმა და კვებამ. როგორც კი მაპროვოცირებელ ფაქტორებს აღმოვფხვრით, ძილიც მოწესრიგდება.

პირველ რიგში საჭიროა:

1. დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მსუბუქად ივახშმოთ ძილის ჰორმონის მასტიმულირებელი ცხიმმაჟავა ომეგა-3-ის შემცველი საკვებით - კაკლით, თევზით.

2. გამორიცხეთ ცხარე, მწარე, მარილიანი საკვები, ყავა და მაგარი ჩაი.

დაძაბულობას და დაღლილობას მოგიხსნით და ძილისთვის განგაწყობთ თბილი აბაზანა (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 0ჩ-ს). აბაზანას შეიძლება დაამატოთ გვირილის, პიტნის, ლავანდის არომატული ზეთები და წიწვის ექსტრაქტი.

გაანიავეთ საძინებელი. ძილისთვის კომფორტული ტემპერატურაა 18-200ჩ. დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. ძილის წინ არ ივარჯიშოთ და არც სახლი დაალაგოთ. შეეცადეთ, გათავისუფლდეთ დღის საზრუნავისგან და მოდუნდით, მოისმინეთ მსუბუქი მუსიკა, გაიკეთეთ მომადუნებელი მასაჟი ან წაიკითხეთ წიგნი. ძლიერი აღელვების დროს მიიღეთ კატაბალახას და შავბალახას ნაყენი.

ძილის დროს აღდგება სასიცოცხლო ძალა, ხოლო მუდმივად უძილობა აუარესებს გუნება-განწყობილებას, შრომისუნარიანობას, იწვევს გადაღლილობას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის დაავადებას, წონაში მომატებას, ჰიპერტონიას და ა.შ.

ბუნებრივი ძილის მომგვრელი საშუალებებია: თაფლიანი თბილი რძე, ბანანი.

თავი შეიკავეთ ციტრუსებისგან, რომლებიც მატონიზებლად მოქმედებენ ორგანიზმზე, რადგან აფერხებენ მელატონინის გამომუშავებას.

თუ უძილობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.