"მოვათვინიეროთ" ჰიპერჰიდროზი - კვირის პალიტრა

"მოვათვინიეროთ" ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი მომატებული ოფლიანობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი დაავადება და ასევე წარმოადგენდეს სხვადასხვა დაავადების სიმპტომსაც (მაგალითად, ღვიძლის, ენდოკრინული ჯირკვლების, ნერვული სისტემის და სხვ.).

ექიმი ადგენს, თუ რა იწვევს ამ დაავადებას და ნიშნავს მკურნალობას.

დეზოდორანტები მხოლოდ ნიღბავენ უსიამოვნო სუნს, ანტიპერსპირანტები კი აჩერებენ ოფლდენას. მათი გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანზე - იხმარეთ მადეზინფიცირებელი ფხვნილი. კარგია სამკურნალო აბაზანები:

- 2 ს/კ თავსისხლას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, 30 წუთი გააჩერეთ, დაამატეთ აბაზანას და 15 წუთით ჩაყავით შიგ ხელები ან ფეხები.

- 50-100 გ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გადაწურეთ და 15 წუთით ჩააწყვეთ ფეხები.

- თანაბარი რაოდენობის გამხმარი სალბის, პიტნის და ჭინჭრის 3 ს/კ ნარევს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი. 30 წუთი გააჩერეთ. 15 წუთით ჩააწყვეთ ფეხები.

- 6 ს/კ გვირილას დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ, შეათბეთ და 20 წუთით ჩაყავით ფეხები.

- ეფექტიანია ყოველდღე კონტრასტული შხაპი. ჯერ 2-3 წუთის განმავლობაში იღლიები და ფეხები დაიბანეთ ცხელი წყლით, შემდეგ ნახევარი წუთით - ცივი წყლით. გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

თუ ოფლიანობას იწვევს ნერვიულობა, სტრესები, სვით დამამშვდებელი კატაბალახას ფესვებისა და შავბალახას ნაყენი.

ცნობისთვის: არსებობს ქირურგიული საშუალებებიც, რომელიც ექიმის დანიშნულებით კეთდება.