იაჟუჟუნას სასწაულები - კვირის პალიტრა

იაჟუჟუნას სასწაულები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის დაავადების - საყმაწვილოს სამკურნალო ნაერთში, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ:

შეურიეთ ერთმანეთს 1 წილი ხებალახა, 4-4 წილი ორკბილა და სამფერა ია. 1 ს/კ ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.

სხვათა შორის, იაჟუჟუნას ნაყენი, ორკბილას და ხებალახას გარეშეც გამოიყენება საყმაწვილოს სამკურნალოდ.

რეკომენდებულია იაჟუჟუნას გამოყენება სასუნთქი გზების, ხველებასთან დაკავშირებული პრობლემის, კანის სხვადასხვა დაავადების დროსაც.

კანის დაავადებებისას (ფერისმჭამელები, ჩირქგროვა, ეგზემა) უნდა მიიღოთ იაჟუჟუნას ნაყენი და ნახარშით კანი დაიბანოთ.

იაჟუჟუნათი მკურნალობა იმდენად შედეგიანია, რომ თანამედროვე ოფიციალურმა მედიცინამ გამოუშვა წამალი "ტრივოლინი".

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

1. 3 ს/კ იაჟუჟუნას დაასხით 1 ლ ცივი წყალი, ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააჩერეთ 10 წუთი და გაწურეთ. გამოიყენეთ ნახარში ტანზე გადასავლებად.

2. 2 ს/კ იაჟუჟუნას, 1-1 ს/კ ოშოშას და ვერბენას ნაერთს დაასხით 150 მლ მზესუმზირის ზეთი, გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. გაწურეთ და მალამოთი გაიწმინდეთ საყმაწვილოთი დაზიანებული კანი.

3. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის იაჟუჟუნა, ასისთავა, შავფარა, ხებალახა, წყლის იელი და ხარისჩლიქა. 2 ს/კ ნაერთს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. 20 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე - კანის დაავადებების დროს.