ლამაზი აღნაგობის 7 საიდუმლო - კვირის პალიტრა

ლამაზი აღნაგობის 7 საიდუმლო

გსურთ დაიკლოთ წონაში? ამისთვის სულაც არ არის საჭირო დაიცვათ მკაცრი დიეტები და წლობით ელოდოთ სასურველ შედეგს. წონის დაკლებაში დაგეხმარებათ კვების "ხაფანგების" შეტანა.

კარგი აღნაგობისთვის ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა, მაშინ ყველაზე დაუძლეველი ბარიერიც კი დაიძლევა.

საიდუმლო 1-ლი. საუზმე: დამტკიცებულია, რომ ვინც დილით კარგად დანაყრდება, მთელი დღე ჭამს და განიცდის შიმშილის გრძნობას. ასე რომ, აფორიზმი "საუზმე მიირთვი შენ, სადილი დაუთმე მეგობარს, ვახშამი კი - მტერს" - მცდარია, რადგან დილის საუზმე კალორიების ნამდვილი მახეა.

ისაუზმეთ მსუბუქად, ფინჯან ჩაის ან ყავას დააყოლეთ ფუნთუშა, ჭვავის პურის ნაჭერი ხაჭოთი.

საიდუმლო მე-2. სასმელები: დიეტის დროს სასმელები კალორიული ბომბებია. მაგალითად, 200 მლ ფორთოხლის წვენში 120 კკალორიაა, ასევეა "კოკა-კოლაც".

თუ გსურთ გახდეთ, არ გაეკაროთ ლიმონათსა და ხილის წვენებს, სვით უბრალო და გაზგაცლილი მინერალური წყალი.

საიდუმლო მე-3. ბოსტნეული: დიეტის დროს არ უნდა ვჭამოთ მზა ბოსტნეულის სალათები, რადგან მცენარეული საკვების შემდეგ 2 საათში იგრძნობთ ძლიერ შიმშილს. სამაგიეროდ, კერძები, რომლებიც უხვად შეიცავენ ცილას (რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი), შიმშილს 4 საათის შემდეგ გაგრძნობინებთ, თანაც დიეტის დროს ცილა საჭიროა ორგანიზმისთვის.

გირჩევთ: ჭამოთ მჭლე ხორცი და უცხიმო ინდაურის ფილე, ქათმის თეთრი ხორცი, ხაჭო.

საიდუმლო მე-4. ვაშლი - იდეალური საუზმეა: რა თქმა უნდა, არა. ხილი იწვევს ძლიერი შიმშილის გრძნობას, ტკბილი ვაშლი მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, მასთან ერთად - ინსულინს. შემდეგ კი სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაწევა - აძლიერებს შიმშილის გრძნობას.

უმჯობესია ვაშლის ნაცვლად წაიხემსოთ ცილებით მდიდარი იოგურტით ან ახალი კიტრით.

საიდუმლო მე-5. საჭიროა ყოველდღე აწონვა: მან ვინც იკლებს წონაში, იცის, თუ როგორ ახარებდა სასწორზე დადგომისას ისრის ქვევით დაწევა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ისარი ერთ ადგილას ჩერდება, და რა თქმა უნდა, ერთი და იმავე ციფრის დანახვა განერვიულებთ, სულ ტყუილად კი, რადგან ისრის ერთ ადგილას გაჩერება მიანიშნებს ორგანიზმის დიეტაზე გადაწყობის პერიოდს და არა შენს შეცდომას.

დაიცავით შერჩეული კვების რიტმი და მოუმატეთ ფიზიკურ დატვირთვას - ცურვას, ცეკვას, ველოსიპედით სეირნობას. გაიზომეთ სანტიმეტრით წელი და თეძოები და შედეგი აქ შეინიშნება და არა სასწორზე.

საიდუმლო მე-6. პირველი თავის, წვნიანის შემდეგ არასწორია მეორე თავის  მცირე ულუფის მირთმევა: წვნიანი ცუდად ანაყრებს, მალე გშივდებათ.

უმჯობესია, წვნიანის ნაცვლად ჭამოთ სალათა - დიდხანს შეგინარჩუნებთ დანაყრების გრძნობას, ან მიიღეთ შესქელებული წვნიანები.

საიდუმლო მე-7. ძილი: ვისაც სურს გახდეს, დიდხანს უნდა იძინოს. მართალია, ძილის მოყვარულები ზუსტად ისევე იკლებენ წონაში, როგორც სხვები, უბრალოდ, ისინი პირველ რიგში ზედმეტ ცხიმს კარგავენ; ხოლო, ვისაც ნაკლებად სძინავს - კარგავს კუნთოვან მასას.

უმჯობესია, გეძინოთ 7-8 საათი. სხვათა შორის, ძილის დროს ორგანიზმი ხარჯავს ენერგიას (დაახლოებით საათში 70კკ).