ფორთოხლის წვენი - ნამდვილი ოქროა... - კვირის პალიტრა

ფორთოხლის წვენი - ნამდვილი ოქროა...

...არა მარტო ფერით, არამედ იმითაც, რომ 1 ჭიქა წვენი შეიცავს ჩ ვიტამინის დღიურ ნორმას და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.

მისი რეგულარულად მიღება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გუნება-განწყობილებას, ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას...

ოქროსფერი წვენი ამაგრებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას. სასურველი ეფექტი მიიღწევა, ყოველდღე 2ჩ/ჭ წვენის მიღების შემდეგ. უიშვიათესი K ვიტამინი, რომელსაც ფორთოხალი შეიცავს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ოსტეოპოროზის დროს. აუმჯობესებს სისხლის შედედებას. ხოლო ჩ ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს. ფორთოხლის წვენი რეკომენდებულია გაცივების, გრიპის, ხველებისა და სურდოს დროს. ფორთოხალი მდიდარია ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ანეიტრალებენ ნაადრევად დაბერების ხელისშემწყობ თავისუფალ რადიკალებს.

რადგან ფორთოხალი შეიცავს ბევრ შაქარსა და მჟავებს, მისი რეგულარულად გამოყენება აზიანებს კბილის მინანქარს, ამიტომ დღეში მხოლოდ 2 ჭ წვენი დალიეთ. კბილები არ გაიხეხოთ წვენის დალევიდან 2 საათის განმავლობაში.

არარეკომენდებულია ფორთოხლის წვენის სმა კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის და წყლულის დროს.