იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

კენკრათა შორის მოცვი ლიდერია მანგანუმის, ორგანული მჟავების, პექტინისა და ანტიოქსიდანტების შემცველობით.

თუ წლის განმავლობაში ჭამთ დღეში 50 გ მოცვს, ამით შეაფერხებთ ორგანიზმის დაბერების პროცესს, გაიუმჯობესებთ მხედველობას.

მოცვის ნიღაბი ავიწროებს ფორებს: მოცვის წვენი წაისვით სახეზე, დაიფარეთ მარლა და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველი შედეგის მისაღწევად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

წონაში დასაკლებად ყოველდღე ჭამეთ მოცვი, ის დაბალკალორიულია (100გ 40 კკალორიაა).

ისაუზმეთ ცილებითა და რთული ნახშირწყლებით მდიდარი ბურღულეულითა და უხეშად დაფქული ხორბლის პურით. გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა და ნივთიერებათა ცვლა. ნახშირწყლები ორგანიზმს ამარაგებს გლუკოზით, რომელიც აუცილებელია კუნთებისა და ნერვული სისტემისთვის. გლუკოზის უკმარისობამ შეიძლება დააქვეითოს შრომისუნარიანობა და დაასუსტოს ორგანიზმი...

ვახშმად სასურველია, მიირთვათ უცხიმო ხორცი ან თევზი და ბოსტნეული.