დეკოლტეს მოვლის საშუალებები... - კვირის პალიტრა

დეკოლტეს მოვლის საშუალებები...

ცივი და ცხელი კონტრასტული შხაპი მკერდის კანს უნარჩუნებს ტონუსს. ვისაც უჭირს კონტრასტულ შხაპთან შეგუება, შეუძლია შეცვალოს კომპრესით. ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიფინეთ მკერდზე 5-8 წუთი, შემდეგ დაიფინეთ გრილ წყალში დასველებული პირსახოცი, ან წაისვით კანზე ყინულის კუბი. შეგიძლიათ გაყინოთ წყალი გვირილის ან ღიღილოს ყვავილებით.

სითბო ნაკლებად სასარგებლოა მკერდის კანისთვის, ვიდრე სიცივე. ამიტომაც კოსმეტოლოგები აქტიურად იყენებენ კრიოთერაპიას წონაში დაკლებისა ან მშობიარობის შემდეგ ფორმების სიმკვრივის აღსადგენად. სხვათა შორის, ტემპერატურის ცვლილება ხელს უწყობს ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც პროცედურის შემდეგ კიდევ 3 საათი გრძელდება.

იცოდეთ, დიეტის დროს პირველ რიგში ხდება მკერდი, დუნდება და ნაოჭდება. უმჯობესია დაიცვათ ჯანმრთელი კვების წესები და ჩართოთ რაციონში ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ამაგრებს კანის შემაერთებელ ქსოვილს და უნარჩუნებს ლამაზ ფორმას.

...მკერდის კანისთვის სასარგებლოა: შეურიეთ 4 ს/კ ზღვის მარილი 1 ს/კ ზეითუნის ზეთს და მსუბუქი წრიული მოძრაობით წაისვით დეკოლტეზე შხაპის მიღების დროს. ასეთი ნატურალური პილინგი შეუძლიათ გამოიყენონ ორსულმა და მეძუძურმა დედებმაც.