ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ცხვირში პოლიპების დროს: შეურიეთ ერთმანეთს გვირილის ყვავილი და ქრისტესსისხლა. დაასხით ცივი წყალი, წამოადუღეთ და 1 საათი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და გამოივლეთ ცხვირში.

ფეხების შეშუპების დროს: დაქუცმაცებულ საზამთროს ქერქს დაასხით წყალი და მოხარშეთ. გააცივეთ, გაფილტრეთ და სვით 0,5-0,5 ჩ/ჭ ნახარში დღეში 3-4-ჯერ.

გულყვითელას ყვავილების ჩაი ორგანიზმს იცავს ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარებისაგან: 1 ს/კ გულყვითელას გამხმარ ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი. მიიღეთ დილით, უზმოზე.

საჯდომი ნერვის ანთების დროს: 5ც დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, 5 წუთი ადუღეთ, 3-4 საათით დააყენეთ თერმოსში, გაწურეთ და სვით ყლუპობით 2 საათის განმავლობაში (გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ).

დაფნის ფოთლების ნაყენი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს და აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას. თერმოსში ჩაყარეთ 10ც დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 დღე-ღამე. გადაწურეთ და სვით 50 მლ ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში, ორი კვირის განმავლობაში.

ჯიბლიბოს დროს: 2-3 დაფნის ფოთოლი დაფშვენით, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ნაყენში ჩადეთ ბამბის ტამპონი, ჭურჭელს თავზე დაახურეთ, 10-15 წუთის შემდეგ ამოიღეთ ბამბის ტამპონი, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ მტკივნეულ თვალზე 3 წუთით. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის: 1 ლ წითელ, მშრალ ღვინოს დაამატეთ 0,5 კგ შაქარი, 150 გ გახეხილი პირშუშხა და 2 ც კანიანად გახეხილი ფორთოხალი. შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და 20 წუთი ადუღეთ, გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 2 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 0,5 საათის შემდეგ (ნახარში დალიეთ უნალექოდ). მკურნალობის კურსია 2 კვირა.

გასტრიტის დროს: 1 ჩ/კ ბაბუაწვერას წვრილად დაჭრილ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. 20 წუთით გააჩერეთ, გადაწურეთ და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალო აბაზანა: 300 გ გვირილის ყვავილს დაასხით 5ლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 2 წუთი ადუღეთ. 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ, ჩაასხით აბაზანაში (ეყოფა 10 ლ წყალს) და ჩაწექით. აბაზანა ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმების მომხსნელია. ოსტეოქონდროზის დროს ასუსტებს ზურგის კუნთების დაძაბულობას და ამცირებს ტკივილს.