წონაში დაკლება გსურთ?..
კომბოსტო ბროკოლი შეიცავს მიკროელემენტებისა და ვიტამინების უნიკალურ კომპლექსს. თუ ოცნებობთ გახდომაზე, ამაში ეს ბოსტნეული დაგეხმარებათ.
ის შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას და ამასთან დაბალკალორიულია - 100 გ ბროკოლი 30 კკალორიაა. საკმარისია 10 დღე დაიცვათ ბროკოლის დიეტა, რომ დაახლოებით 5კგ-მდე დაიკლოთ. ბროკოლი შეიცავს ჩ ვიტამინსა და კალციუმს, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
ბროკოლის დიეტის რაციონი მრავალფეროვანია და გათვლილია 10 დღეზე, მაგრამ ერთი პირობით: ყოველდღე, ყოველი ჭამის დროს უნდა მიიღოთ ორთქლზე ან მარილწყალში მოხარშული ბროკოლი.
1-ლი და მე-2 დღე: - დიეტის მთავარი ფაზაა.
საუზმე: 200 გ ბროკოლი, 1 ც მოხარშული კვერცხი, უშაქრო შავი ჩაი ან ყავა.
სადილი: 150 გ მოხარშული ქათმის ხორცი ან 250 მლ ბულიონი, 100 გ ბროკოლი.
ვახშამი: 250 გ ბროკოლი, მწვანე ჩაი.
მე-3 და მე-4 დღე:
საუზმე: 200 გ ბროკოლი, ბოსტნეულის ულუფა, 1 ჭიქა უგაზო მინერალური წყალი.
სადილი: 150 გ ბროკოლი, ზეითუნის ზეთმოსხმული 1 ხახვისა და 2 ც პომიდვრის სალათა. 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული ნებისმიერი ბოსტნეულის წვენი.
ვახშამი: გაიმეორეთ საუზმის მენიუ და მინერალურის მაგივრად დალიეთ 1 ჩ/კ თაფლდამატებული მცენარეული ჩაი.
მე-5 და მე-6 დღე:
საუზმე: 100 გ ბროკოლი, 100 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 ს/კ არაჟანი. 1%-იანი კეფირი ან სხვა რძის ნაწარმი.
სადილი: 200 გ ბროკოლი, ხორბლის სპაგეტის ულუფა.
ვახშამი: 150 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჩ/კ თაფლდამატებული ბარამბოს ნახარში.
მე-7 და 8 დღე:
საუზმე: 100 გ ბროკოლი, 2 კვერცხი, შავი ჩაი.
სადილი: 300 მლ ქათმის ბულიონი, 100 გ ბროკოლი, ერთი პატარა კონა ოხრახუში, ბულიონს დაამატეთ კომბოსტო და დაჭრილი ოხრახუში.
ვახშამი: 100 გ ბროკოლი, 2 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
მე-9 და მე-10 დღე:
საუზმე: 100 გ ბროკოლი, 2 ახალი სტაფილო.
სადილი: 100 გ ბროკოლი, 100 გ მოხარშული თევზი.
ვახშამი: 200 გ ბროკოლი, კანიანად მოხარშული 1 კარტოფილი, 1 ჩ/კ თაფლდამატებული ასკილის ნახარში.
ჭამიდან ჭამამდე შუალედში სვით წყალი. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, მიიღეთ იოგურტი ან რომელიმე რძემჟავას ნაწარმი.