ხურმა და კოსმეტოლოგია - კვირის პალიტრა

ხურმა და კოსმეტოლოგია

ხურმას აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისგან შეიძლება ნებისმიერი სახის კანისთვის ნიღბის მომზადება.

კანის დამარბილებელი ნიღაბი: გათლილ და დაჭყლეტილ ხურმას დაამატეთ 1ჩ/კ ბრინჯის ფქვილი და წაისვით სახესა და დეკოლტეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოდუნებული სახის კანისთვის: ხურმის პიურეს დაამატეთ 1ს/კ ათქვეფილი არაჟანი და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მატონიზებელი და მათეთრებელი ნიღაბი:

ხურმის პიურეს დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მშრალი სახის კანის მკვებავი ნიღაბი: 1ჩ/კ ხურმის პიურეს შეურიეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი და 1ჩ/კ სოიის ფქვილი, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.