ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

პაროდონტოზის დროს: 6გ წითელი მოცვის გამხმარ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ იმდენი გადადუღებული წყალი, რომ გახდეს იმდენი, რამდენიც თავიდან იყო. ყოველ 2-3 საათში ნაყენი გამოივლეთ პირში.

ჯიბლიბოს დროს: როდინში დანაყილ 1 ჩ/კ კამის თესლს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი და 5 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და გააცივეთ. ნაყენში დასველებული გაწურული ბამბის ტამპონი დაიდეთ ჯიბლიბოზე. პროცედურა გაიმეორეთ 4-5-ჯერ დღეში.

ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) დროს: 5 ლ მდუღარე წყალში მოათავსეთ გათლილი, დაჭრილი 0,5 კგ ჭარხალი, 3 საათი თავდახურული გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ 150 გ შაქარი და 1 ჩ/კ საფუარი. და 1 დღე-ღამე თავდახურული გააჩერეთ. ნაყენი სვით ყოველდღე - შეუზღუდავად.

რადიკულიტის დროს: ფურაცილინის 1/4 აბი გახსენით 50 მლ წყალში, წამოადუღეთ, დაამატეთ 1ს/კ თაფლი. მდოგვის საფენი ჩადეთ ამ ხსნარში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. 5-6 წუთის შემდეგ მოიხსენით, კანი არ გაიწმინდოთ, შემოიხვიეთ პოლიეთილენის ნაჭერი, შალი და მთელი ღამე დაიტოვეთ. დილით მოიხსენით.

ნევრასთენიის დროს: 1 ს/კ ჟოლოს დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, 30 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 50მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ავიტამინოზის დროს: 1ს/კ ასკილს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 წუთით ადუღეთ თავდახურულ ჭურჭელში, 12 საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 10-20 წუთით ადრე (შეგიძლიათ დაატკბოთ შაქრით ან თაფლით).

დუოდენიტის დროს: 2ს/კ კრაზანას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და 0,5 საათით მოათავსეთ წყლის ორთქლზე, გადმოდგით და 15 წუთის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

თუ გახდომა გინდათ: 1. ყოველ საღამოს 1 ც ნიგოზი ნაჭუჭიან-ლებნებიან-უღლიანად ფქვილივით დანაყეთ, დაასხით 200 გ მდუღარე წყალი. დილით გადაწურეთ, დალიეთ და 2 სთ არაფერი ჭამოთ.

2. ნიახური გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში - უნდა იყოს 300 გ, დაამატეთ 300 გ თაფლი, კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. ყოველ დილით 2 ს/კ ნაზავს ნება-ნება მიაყოლეთ 2 ჩ/ჭ ადუღებული წყალი.

თუ თვალი გებინდებათ, 1-2 დღის სოფლის ქათმის კვერცხი საღამოს ნელ ცეცხლზე 1 სთ ხარშეთ, გააცივეთ და ნაჭუჭიანად სიგანეზე გადაჭერით. ამოიღეთ გული და ცილაში თითო ჩ/კ ცაცხვის თაფლი ჩაასხით. დილა-საღამოს თვალში ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი.