ბროწეული - ხილთა "მეფე" - კვირის პალიტრა

ბროწეული - ხილთა "მეფე"

ბიოქიმიკოსებმა ბროწეულის წვენში აღმოაჩინეს 15 ამინმჟავა, მათ შორის ექვსი, მხოლოდ ხორცშია. ნაყოფი შეიცავს 4 მნიშვნელოვან ვიტამინს: C ამაგრებს  იმუნიტეტს, P - სისხლძარღვებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 - აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს.  მას აქვს შემკვრელი და მადეზინფიცირებელი თვისებები. ეს ნივთიერებები უფრო ბევრია ფოთლებსა და ხის ქერქში, ვიდრე მარცვლებში. გარდა ამისა, ამ ნივთიერებებს აქვს ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური თვისებები, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

ბროწეულის წვენი სასარგებლოა წყლულების ან დაბალი მჟავიანობით გასტრიტის დროს, მაგრამ არარეკომენდებულია მაღალი მჟავიანობის დროს, მავნებელია კბილის მინანქრისთვის, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმონის მჟავას.

ტოქსინებისგან სისხლის გასაწმენდად წელიწადში 2-3-ჯერ 3 კვირის განმავლობაში სვით ბროწეულის წვენი. პირველ კვირას 1/2 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ, მეორე კვირას - 2-ჯერ, მესამე კვირას - ჭამიდან ჭამამდე შუალედში დღეში ერთხელ.

- როგორც შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალება, მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ბროწეულის წვენი დღეში ერთხელ.

- თუ მუცლის ჭიები გყავთ, ყოველ დღე მიიღეთ 30გ ბროწეულის დაფქული ქერქი ცხელი წყლით.