ქაცვი - კენკრათა "მეფე" - კვირის პალიტრა

ქაცვი - კენკრათა "მეფე"

ვიტამინების შემადგენლობით ქაცვი კენკრათა შორის პირველ ადგილზეა. მაგალითად, ასკორბინის მჟავა მასში მეტია, ვიდრე ციტრუსებსა და შავ მოცხარში. ამასთან ჩ ვიტამინი ქაცვის თბური დამუშავების დროს არ იკარგება. ის შეიცავს კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, რიბოფლავინს, ფოლიუმის მჟავას, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ნატრიუმს, მაგნიუმს, რკინას... ეს არის არასრული სია იმ სასარგებლო ნივთიერებებისა, რომლითაც მდიდარია ქაცვი.

ქაცვით ამზადებენ მურაბას, ფაფას, წვენს, ნაყენსა და ვაჟინს. ახალ ნაყოფსა და წვენს ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, რაც ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას და ღრძილების დაავადებას. ქაცვის ზეთი ხსნის ეგზემისა და ფსორიაზის სიმპტომებს, მოყინვისა და დამწვრობის შემდეგ სწრაფად აღადგენს კანს.

ზეთი ასე მზადდება: გამოწურეთ წვენი, დარჩენილი რბილობი დააქუცმაცეთ, გააშრეთ და დაასხით ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. გააჩერეთ 3 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაწურეთ და ზეთი შეინახეთ მაცივარში. სხვათა შორის, თუ ამ ზეთს დაამატებთ კანის კრემს და წაისვამთ, კანი გახდება ელასტიკური, დაბანის შემდეგ თმაში თუ შეიზელთ, შეაჩერებთ თმის ცვენას, ქავილსა და სიმშრალეს.

თუ 1 ჩ/კ ქაცვის ზეთს მიიღებთ 3-ჯერ დღეში - კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს გაიუმჯობესებთ მდგომარეობას. გაცივების, სურდოსა და გრიპისას ჩაიწვეთეთ ცხვირში.

ქაცვის ფოთლების ნახარშის კომპრესი შველის კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ხოლო ქერქი შეიცავს ბედნიერების ჰორმონს - სეროტინინს და აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.