"ზარმაცის" მორჯულება - კვირის პალიტრა

"ზარმაცის" მორჯულება

ზოგჯერ შრომისმოყვარე და დაუზარებელი ნაწლავები გაზარმაცებას იწყებს და უარს ამბობს მუშაობაზე.

წვრილი და მსხვილი ნაწლავები 4-8 მეტრამდეა. სახელდობრ, ნაწლავებში მიმდინარეობს საჭმლის მონელება. წვრილი ნაწლავები შეიწოვენ ყველა მთავარ კვებით ნივთიერებას, მსხვილი - წყალსა და მინერალებს.

სხვადასხვა მიზეზის გამო ნაწლავების პერისტალტიკა ქვეითდება, ე.ი. ნელდება გადამუშავებული საკვების მსხვილი ნაწლავისაკენ გადაადგილება, რაც შეკრულობას იწვევს. მათ ხელახლა ასამუშავებლად საჭიროა უჯრედისები (მცენარეული ბოჭკო), რომელიც ბევრია ხილ-ბოსტნეულში, ის აღიზიანებს ნაწლავების ლორწოვანას და ასტიმულირებს პერისტალტიკას. უჯრედისის ნორმაა - დღეში 30გ. ასევე, მას შეიცავს ბურღულეული, უხეშად დაფქული ხორბლის პური, ქატო და პარკოსნები.

შეკრულობის დროს აუცილებელია დალიოთ დღეში არანაკლებ 2 ლ წყალი (ჰიპერტონიკებმა და გულით დაავადებულებმა არანაკლებ 1,5ლ) - წყალი ხელს უწყობს პერისტალტიკას. წესად აქციეთ ყოველ დილით დალიოთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი - ის ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას.

არცთუ იშვიათად ნაწლავების არასწორი მუშაობის მიზეზია დისბაქტერიოზი, რომელსაც იწვევს ანტიბიოტიკების არაკორექტულად მიღება ან არასწორი კვება. დისბაქტერიოზი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა და დანიშნოს ნაწლავების ფლორის აღმდგენი წამლები. დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისათვის რაციონში უნდა გაითვალისწინოთ ბიფიდო-ან ლაქტო-ბაქტერიებით მდიდარი რძემჟავა პროდუქტები.

ნაწლავების უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს დილის ვარჯიშები, ფეხით სიარული...