მითები გაცივებისა და გრიპის შესახებ - კვირის პალიტრა

მითები გაცივებისა და გრიპის შესახებ

მცდარია აზრი, თითქოს გრიპსა და გაცივებას იწვევს გადაცივება - მათ იწვევენ ვირუსები, ხოლო სიცივე და ორპირი ქარი ორგანიზმის დასუსტებული იმუნური სისტემისთვის დამატებითი ფაქტორებია.

* მცდარია აზრი, რომ ვირუსული ინფექციების დროს აუცილებელია ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ის ეფექტიანია იმ დაავადებების დროს, რომელსაც იწვევს ბაქტერიები და არა ვირუსული ინფექციები. ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება მაშინ, როდესაც არ არის საჭირო, ვნებს ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას, რომლებსაც ვეღარ უმკლავდება ეს წამლები. სპეციალისტები გვირჩევენ, არ მივიღოთ ანტიბაქტერიული წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე.

* მცდარია აზრი, რომ ავადმყოფობის დროს საჭიროა გაძლიერებულად კვება. ამ დროს ძნელად გადასამუშავებელი ცილოვანი და ცხიმიანი საკვები დიდ ენერგიას საჭიროებს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში. ამიტომ უმჯობესია, რაციონში გავითვალისწინოთ ადვილად ასათვისებელი პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული, თევზი.

* სწორია აზრი იმის შესახებ, რომ სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. სითხე გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, ძალიან სასარგებლოა ლიმონიანი მწვანე და შავი ჩაი. ანთებსაწინააღმდეგო და ოფლმდენი თვისებები აქვს ჟოლოს (გამხმარი კენკრა დაამატეთ მზა ჩაის), ასკილის ნახარში ჩ ვიტამინის წყაროა, შეუცვლელია ბაქტერიოციდული, შარდმდენი და ოფლმდენი თვისებების შტოშისა და მოცვის მორსი.

* უნდა დავწიოთ სიცხე. მაღალი სიცხე ორგანიზმის დამცველი ფუნქციაა, ცდილობს, დამოუკიდებლად შეებრძოლოს ვირუსებს, ამიტომ სიცხის დამწევი საშუალებები უნდა მიიღოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიცხე ასცდება 38 0ჩ-ს.

* აბანო და საუნა სპობს ინფექციებს - ეს პროცედურები კარგია პროფილაქტიკის მიზნით, და თუ უკვე ავად გახდით, მაშინ ის ორგანიზმს უფრო ასუსტებს.

* გაცივების დროს სასარგებლოა ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, სიცხეს უმატებს, და აძლიერებს გაცივებით დასუსტებულ იმუნურ სისტემას.

* თაფლი შეუცვლელი წამალია. მართალია, თაფლი ძალიან სასარგებლოა, თუმცა ვერ დაგვიცავს ვირუსული ინფექციებისაგან, მაგრამ შეამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას.

* სურდოს კურნავს ნიორი - მართალია. ფიტონციდებით მდიდარი ნიორი სპობს ვირუსებს, მაგრამ გირჩევთ, მისი წვენი არ ჩაიწვეთოთ ცხვირში, რათა არ დაიწვათ ცხვირის ლორწოვანას გარსი, უმჯობესია, დაამატოთ საკვებს, დაჭრილი ნიორი თეფშით დადგით ოთახში.

* ვირუსებს სპობს ჩ ვიტამინი. დამტკიცებულია, რომ მუდმივად ჩ ვიტამინის მიღება ეწინააღმდეგება გრიპის განვითარებას 10%-ით. თუ გრიპი უკვე დაგეწყოთ, მისი მიღება შეამცირებს განვითარების სიმპტომებსა და ავადმყოფობის ხანგრძლივობას.

* აცრა საუკეთესო საშუალებაა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეპიდემიის დროს საუკეთესო დამცავი პირველი საშუალებაა ნიღაბი, მეორე - ცხვირ-ხახის გამორეცხვა სუსტი ანტისეპტიკით ან მარილიანი ხსნარით. ამ პროცედურის დროს ლორწოსა და მტვერთან ერთად გამოიყოფა ვირუსები, ბაქტერიები და ალერგენები, მესამე ადგილზეა ორგანიზმის გაკაჟება, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და ვირუსული ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, ვაქცინაცია, როგორც პროფილაქტიკური მეთოდი - მეოთხე ადგილზეა.