პიტნა და ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

პიტნა და ჯანმრთელობა

უძველესი დროიდან მიიჩნევდნენ, რომ პიტნა სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ძალას მატებს ორგანიზმს. პიტნის სურნელება აწესრიგებს

ყველა ორგანოს მუშაობას, ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს, შველის უძილობას, ამშვიდებს ნერვებს; პიტნის ჩაი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლისა და ცხიმების წვის პროცესს, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ძალიან სასარგებლოა პიტნისა და სხვა სამკურნალო მცენარეების ნაერთის ნაყენი. რეცეპტი მარტივია: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის თავშავა, ბარამბო, პიტნა, მანანა, შავბალახა, კატაბალახას ფესვები და კუნელის ნაყოფი. 1 წილ ნაერთს დაასხით 2 წილი არაყი, გააჩერეთ ორი კვირა ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ ნაყენი უზმოზე და საღამოს ძილის წინ.

თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. წვრილად დაჭრილ ლიმონს დაამატეთ თაფლი (1:1) და შეინახეთ მაცივარში, პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დაამატეთ თაფლისა და ლიმონის 1ჩ/კ ნაერთი. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთების კვებას.

დასასრულს, პიტნა დაგვეხმარება ჭარბი თმის მოშორებაში. ამერიკელმა მედიკოსებმა კვლევებით დაამტკიცეს, რომ დღე-ღამეში რამდენიმე ფინჯანი პიტნის ჩაი ამცირებს ქალის თმიანობას, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციით.