"მოვათვინიეროთ" წნევა - კვირის პალიტრა

"მოვათვინიეროთ" წნევა

ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა, რომელიც მუდმივად კონტროლსა და მკურნალობას ითხოვს. ამ დაავადებას იწვევს ხშირი სტრესი,

ზედმეტი წონა, სიგარეტი, ალკოჰოლი...

მაღალი წნევის დროს არტერიების კედლები უფრო მყიფე ხდება, მათზე ადვილად ლაგდება ქოლესტერინის ბალთები. განსაკუთრებით ზიანდება გულ-სისხლძარღვები, თავის ტვინი, თირკმლები, თვალის ბადურა.

ჰიპერტონიის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები: მემკვიდრეობითობა, ზედმეტი წონა, ცხიმების ზედმეტად გამოყენება, ხშირი სტრესები, სტრესის დროს ემოციის შეკავება, სიგარეტი.

მაღალი წნევის დროს კეფაში ჩნდება სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, საფეთქლებს სისხლი აწვება, მას ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დაქვეითება, სახის გაწითლება, ალმური. ამ დროს აუცილებლად უნდა გაიზომოთ წნევა.

ამ დაავადებას რომ არ ვემსხვერპლოთ, საჭიროა წნევის ხშირი გაზომვა;

ჰიპერტონიკებმა რეგულარულად უნდა მიიღონ ექიმის დანიშნული წამლები და მასთან ერთად გამოიყენონ ხალხური საშუალებებიც. მაგალითად, კატაბალახას, პიტნისა და შავბალახას ნარევის, ასევე შარდმდენი - მოცვის ფოთლების ნაყენი.

გარდა ამისა, წნევა რომ დაარეგულიროთ, საჭიროა: დაიკლოთ წონაში, მისდიოთ სპორტს (სიარული, ცურვა, ველოსიპედი, მაგრამ არა - ტრენაჟორი), შეამცირეთ მარილის მიღება, უარი თქვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე და, რაც მთავარია, ისწავლეთ ემოციების გამოხატვა.