სასარგებლო სანელებლები - კვირის პალიტრა

სასარგებლო სანელებლები

სურნელოვანი როზმარინი ხსნის დაღლილობასა და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ასტიმულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს მეხსიერებას. როზმარინის ზეთი (2-3 ღერს დაასხით ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ 6 კვირა) ხსნის კუნთებისა და სახსრების ტკივილს.

ბეგქონდარას აქვს ანტიბაქტერიული, ანთებსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობების სწრაფად შემხორცებელი თვისებები. მისი ნახარში და ნაყენი შველის გაცივებას, გრიპსა და ყელის ტკივილს.

რეჰანის ნახარში შველის ქავილს, ნაყენი კი (კომპრესის სახით) - ყურის ტკივილს (ოტიტი): 2ს/კ რეჰანს დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი. გაცივების დროს - რეჰანის წვენს დაამატეთ ცხელი რძე და დალიეთ.

ჭყიმი ამაგრებს სისხლძარღვებს და აქვს შარდმდენი თვისება. მისი ფოთლების ნაყენი ხელს უწყობს წონაში დაკლებას. დაღლილობის მოსახსნელად თვალები გაიწმინდეთ ჭყიმის ნახარშით.

დაფნის ფოთლები ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ მარილებს. მისი ზეთის სურნელება შველის უძილობას, ხოლო თუ თავის დაბანის შემდეგ გადაივლებთ დაფნის ნახარშს (არა უმეტეს თვეში 2-3-ჯერ), ქერტლი გაქრება.

მარიამა შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებას, ამცირებს ხუთვასა და შეშუპებას, აწესრიგებს გულის მუშაობას, მარიამას ფესვები და ფოთლების ნახარში ათეთრებს კანს.