ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

ფრანგი დიეტოლოგის, ალენა დელაბოსის, აზრით, ორგანიზმი საკვებს დღე-ღამის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ითვისებს.

- ცხიმებს უკეთესად ითვისებს დილის 6 სთ-დან 9 სთ-მდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდება ნაწლავების ლიპაზები (დამნაწევრებელი ფერმენტები), ამიტომაც თუ საუზმეზე კარაქიან, ლორიან ან სოსისიან ბუტერბროდს მიირთმევთ, წონაში არ მოიმატებთ. მაგრამ იგივე საკვები ვახშმად - წონის მომატებას უწყობს ხელს.

- შუადღისას ორგანიზმი ყველაზე კარგად ითვისებს ცილას, ამასთან მისი ულუფა გათვლილი უნდა იყოს, შემდეგ ფორმატზე: "სიმაღლეს პლუს ასი", თუ თქვენ ხართ 170 სმ, უნდა მიიღოთ 270 გ უცხიმო თევზი, ან ხორცის, ქათმის, ინდაურის ფილე, ხაჭო, გარნირად ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, მუხუდო, ლობიო.

16 საათზე შაქრის დამწევი ჰორმონ ინსულინის დონე აღწევს პიკს. დღის განმავლობაში ეს ერთადერთი დროა, როდესაც შეგიძლიათ მიიღოთ, რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვით - ტკბილეული, რომ წონაში არ მოიმატოთ.

საღამოს საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ცილოვანი, რადგან ნახშირწყლები და ცხიმები საღამოს ორგანიზმში გროვდება მარაგის სახით.

ვახშმად მომზადებული საკვების ფორმულაა "სიმაღლეს პლუს ორმოცი". თუ ხართ 170 სმ, უნდა ჭამოთ 210 გ უცხიმო ხორცი, ახალი ან მოშუშული ბოსტნეულის გარნირით ან ხაჭოს ნამცხვარი.