პატარა თუ გაცივდა - კვირის პალიტრა

პატარა თუ გაცივდა

ბავშვის ორგანიზმი უფროსებისაზე სუსტია, ვირუსული ინფექციებით უფრო მეტად ისინი ავადდებიან.

მართალია, XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ გამოცდილი ხალხური საშუალებები, რომლებსაც გაცივების დროს დიდი წარმატებით იყენებდნენ ჩვენი ბებიები. მაგალითად:

- ნიორი, სპობს მიკრობებს. თუ პატარა უარს ამბობს ნივრის ჭამაზე, მაშინ გაფცქვნილი ნივრის კბილები თეფშით დადგით იქ, სადაც პატარას სძინავს ან თამაშობს.

- ძალიან სასარგებლოა ბალახეულის ჩაი, განსაკუთრებით ცაცხვის. ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად პატარას შესთავაზეთ ის შტოშის მურაბით ან 1 ჩ/კ თაფლით (3 წლის ზემოთ - დღეში 1 ჩ/კ თაფლით).

- ბავშვის რაციონში გაითვალისწინეთ ჭერმის (კურაგა), შავი ქლიავის, ლეღვის ჩირი, ჩამიჩი, უნაბი (ფინიკი). ხილი ჭამის წინ კარგად გარეცხეთ.

- 1/2 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი ჩაყარეთ თითოეულ წინდაში, კარგად დაფერთხეთ და 7-8 საათი ჩააცვით პატარას (უკეთესია ღამით).

- ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს კარგად გათვლილი დღის რეჟიმი. პირველ რიგში - კარგად უნდა გამოიძინოს.

პატარამ მეტი დრო უნდა გაატაროს ჰაერზე, მთავარია, ეცვას სეზონის მიხედვით - არც უნდა სცხელოდეს და არც სციოდეს.

გარდა ხალხური საშუალებებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, გაცივების დროს ექიმთან ვიზიტი. საჭიროების მიხედვით ის დაუნიშნავს პატარას როგორც წამლებს, ისე პროფილაქტიკისათვის ვიტამინების კომპლექსს.