იცით? - კვირის პალიტრა

იცით?

მომჟავო-მოტკბო, სურნელოვანი კომში 400 ათასი წლისაა და ძველად "ოქროს ვაშლს" უწოდებდნენ. ის ითვლებოდა სიყვარულისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ, რადგან ძალიან ბევრი ღირსება გააჩნია.

კომშში უხვადაა ანტიოსქიდანტები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ვირუსებისგან და ანეიტრალებენ ტოქსინებს, რაც მთავარია, შეიცავს ბევრ რკინას. მაგალითად, 100გ კომშში - 30მგ რკინაა. რაც ორი დღე-ღამის ნორმაა. ასევე ბლომადაა სპილენი (1,5მგ) და ჩ ვიტამინი.

მთრიმლავი ნივთიერებებითა და პექტინებით (ძლიერი ბუნებრივი სორბენტი) მდიდარი კომში რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემის დროს, შველის ხველებას. იაპონელმა მეცნიერებმა არცთუ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ კომში წყლულის შეხორცებასაც უწყობს ხელს, შველის შეშუპებას, რადგან აქვს შარდმდენი თვისება, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.

გარდა იმისა, რომ კომშისგან მზადდება კომპოტი, მურაბა, კერძებს აძლევს განუმეორებელ გემოს, მას ამატებენ ტოლმას, ფლავს, ხორცის კერძებს და სხვა.

- უნიკალური ელემენტები, რომლებსაც კუნელი შეიცავს, არა მარტო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს, არამედ იცავს გულის კორონარულ ძარღვებს ცვლილებებისგანაც კი, ამასთან აწესრიგებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, კუნელის ჩაი ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.