სილამაზისა და ახალგაზრდობის დიეტა - კვირის პალიტრა

სილამაზისა და ახალგაზრდობის დიეტა

ხანგრძლივი კამათისა და მსჯელობის შემდეგ იუნესკოში შეთანხმდნენ, რომ დღეს ყველაზე ოპტიმალურია ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა, რომელიც შედგება თევზის, ზღვის პროდუქტების, ახალი ხილისა და ბოსტნეულისაგან. კვების სისტემას არაფერი აქვს საერთო იმ დიეტებთან, რომლებიც მკაცრ შეზღუდვებს გულისხმობს. პირიქით, საკვებში ის ითვალისწინებს ყველაზე წარმოუდგენელს - ცხიმს.

ცხიმიანი ჯიშის თევზები: კალმახი, სკუმბრია, პალტუსი, ქაშაყი, საირა - არ ვნებს ფიგურას, თუ მას გარნირად არ დაამატებთ შემწვარ კარტოფილს, კარაქით შეზავებულ მაკარონს.

მცენარეული ცხიმის წყაროა ზეითუნის ზეთი, თევზის ქონი და ზღვის თევზი კი - ცხოველური ცილისა. თევზი შეიძლება ჭამოთ კვირაში 4-ჯერ. მაშინაც კი, თუ კვირაში 2-ჯერ მიირთმევთ, გულის იშემიური დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 17%-ით იკლებს.

წითელი ხორცი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რეკომენდებულია ჭამოთ კვირაში ერთხელ. დიეტის ძირითადი ნაწილია წითელი და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს - ლიკოპინს. ამ დიეტით რეკომენდებულია ისპანახი, ბროკოლი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, ნიორი, ხახვი, ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, ლეღვი, ატამი, ბრინჯი, მაკარონი, უხეშად დაფქული ხორბლის პური, უცხიმო რძის პროდუქტები: განსაკუთრებით კარგია იოგურტი, ყოველგვარი დანამატების გარეშე, ყველი, ხილი, კარაქი - კვირაში 3-ჯერ.

ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი დაამატეთ სალათებს, ხოლო რაფინირებულით შეგიძლიათ შეწვათ პროდუქტი. თუმცა სასარგებლოა მოშუშული ან ორთქლზე მომზადებული საკვები.

ის პროდუქტი, რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა ითვალისწინებს, არა მარტო აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მხედველობას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.