ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტები - კვირის პალიტრა

ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტები

კაკაო შეიცავს პოლიფენოლებსა (ძლიერ მცენარეულ ანტიოქსიდანტებს) და მინერალებს, რომლებიც აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, მეხსიერებასა და რეაქციის სისწრაფეს. გარდა ამისა, იცავს ტვინს დამჟანგავი პროცესისაგან, რომელიც იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას. ეს დაავადება რომ არ განვითარდეს, ექიმები გვირჩევენ, ყოველდღე დალიოთ 1 ფინჯანი კაკაო.

მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მათ შორის ბროკოლი, რომელიც შეიცავს ბევრ K ვიტამინს და ბორს. მათი დეფიციტი აქვეითებს ტვინის აქტივობას.

ვაშლი, საუკეთესო ანტიოქსიდანტია, იცავს ტვინის უჯრედებს მეხსიერების დაკარგვისა და ინტელექტის დაქვეითებისგან.

თუ ორგანიზმი განიცდის ცხიმმჟავა ომეგა-3-ის ნაკლებობას, მაშინ ტვინის უჯრედები ცუდად მუშაობს. ამ ცხიმმჟავას წყალობით უკეთესად ცირკულირებს სისხლი, ე.ი. უჯრედებში მეტი საკვები ნივთიერება ხვდება. ომეგა-3-ის საუკეთესო წყაროა ცხიმიანი თევზი - მაგალითად, კალმახი, ორაგული, სარდინი და თინუსი. თევზი ასევე მდიდარია A, D, E ვიტამინებით, რკინით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, თუთიითა და სელენით, რომლებიც ააქტიურებენ ტვინის აქტიურობას.

რძის პროდუქტები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებს მეხსიერებას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იცავს ტვინს გადატვირთვისა და სტრესებისაგან. ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დაბერებას.