იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

თირკმლები ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი ფილტრია. დღე-ღამეში ის ამუშავებს 200 ლ-მდე სისხლს, ასუფთავებს ტოქსინებისგან, მიკრობებისგან, ვირუსებისა და წიდებისგან.

ამიტომ ჯანმრთელობა რომ შევუნარჩუნოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანოებს, შეზღუდეთ მწარე, ცხარე, მარილიანი საკვების, ხორცისა და ალკოჰოლის მიღება. სვით მეტი სითხე, არ გაცივდეთ.

როგორ გავიგოთ, თირკმლები ჯანმრთელია თუ არა. მთავარი სიმპტომებია: წელის ტკივილი, შარდის ფერის შეცვლა, დილით სახის შეშუპება. ამ სიმპტომებიდან ნებისმიერის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.