ლობიო, თურმე ... - კვირის პალიტრა

ლობიო, თურმე ...

ლობიოს ჩინელები სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებენ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 1280 წელს. ლობიოს კერძები ძალიან პოპულარული

იყო ანტიკურ ხანაშიც. ხოლო ძველი რომაელები ლობიოს ფქვილს იყენებდნენ კოსმეტოლოგიაში.

ლობიო მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, სახამებლით, ლიმონის, ვაშლის, ჟოლოს მჟავებით, კაროტინით, B1, B2, B6, PP, C, E ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი, ფლავონოიდებით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, განსაკუთრებით გოგირდით, რომელიც აუცილებელია ნაწლავების ინფექციის, რევმატიზმის, სახსრების, ბრონქების დაავადების სამკურნალოდ.

ლობიო საუკეთესო დიაბეტური საკვებია, სასარგებლოა ტუბერკულოზის მკურნალობის დროს. ლობიოს აქტიური კომპონენტები საუცხოოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მისი კერძები რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და გულის რიტმის დარღვევისას.

ლობიოში შემავალი თუთია აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, სპილენძი კი ააქტიურებს ადრენალინისა და ჰემოგლობინის გამომუშავებას; ლობიო ხელს უწყობს წონაში დაკლებას, დადებითად მოქმედებს შარდსასქესო ორგანოების ფუნქციაზე, აუმჯობესებს პოტენციას, წმენდს და ხელს უწყობს თირკმლებში ქვების დაშლას, შარდის ბუშტიდან ქვების გამოდევნას და ანთებითი პროცესის ჩაქრობას. აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას. მწვანე ლობიო შარდმდენია, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რეკომენდებულია ნიკრისის ქარის დროს.

გთავაზობთ ლობიოს ნიღბის რეცეპტებს ნებისმიერი პირისკანისთვის:

1. მოხარშული 1 ს/კ ლობიო დასრისეთ, დაამატეთ 1/2 ლიმონის წვენი და 1 ს/კ ნებისმიერი ზეთი. ნიღაბი წაისვით სახეზე და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცხელი წყლით, ცივი რძით და ბოლოს ცივი წყლით.

2. ლობიოს წვენი წაისვით სახეზე (განსაკუთრებით გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანის დროს) და შეიშრეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შეიზილეთ მკვებავი.