ჩაის გამაჯანსაღებელი ფუნქცია - კვირის პალიტრა

ჩაის გამაჯანსაღებელი ფუნქცია

ჩაის, როგორც წამალს, 1000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მისი სამკურნალო თვისებები ბევრ წერილობით წყაროშია აღწერილი. მას თერაპიულ ეფექტსა და გამაჯანსაღებელ ფუნქციას სძენს მთრიმლავი, ეთეროვანი ნივთიერებები, ამინომჟავები, პიგმენტები და ვიტამინები, რომლებსაც შეიცავს ეს მცენარე და მისი ნაყენი.

ჩაი ონკოლოგიური დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ჩაის პოლიფენოლები ეწინააღმდეგება და ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას და აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალას. მწვანე ჩაის შეუძლია 90%-ით შეაჩეროს ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოქმედება.

სხივური თერაპიის დროს პირღებინების, გულისრევის შეგრძნების, უმადობის მოსახსნელად უნდა დალიონ ჩაი.

ჩაის სმა, ჩაით პირის ღრუს გამორეცხვა და კბილების რეგულარულად ჩაით გაწმენდა ხელს უშლის კარიესის განვითარებას და პაროდონტოზის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. გარდა ამისა, ჩაი ორგანიზმს უნარჩუნებს კალციუმს, რაც ასე საჭიროა კბილებისთვის, იცავს მათ კარიესისგან. C ვიტამინი და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც ჩაი შეიცავს, დადებითად მოქმედებს თვალებზე და აუმჯობესებს მხედველობას. ჩაი ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ჩაის პოლიფენოლები ხელს უშლიან ჰიპერტონიას, თრომბის, ათერომის წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას. რეკომენდებულია 5გ მწვანე ახალდაყენებული ჩაის ყოველდღე სმა.

ჩაი ხელს უშლს ნაწლავების დაავადებას. ორგანული მჟავებით და არომატული მჟავებით მდიდარი ჩაი ეხმარება ორგანიზმს შიგელეზას, ქრონიკული ენტერიტისა და სხვა დაავადებების განკურნებაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს გახდომას.

ჩაი ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ადამიანს მატებს მხნეობას.

ჩაი აფერხებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, ხელს უშლის გაცივებას, ტრაქეიტისა ჰიპერთირეოზის განვითარებას, გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე მარილებსა და ტოქსინებს. ჩაი რკინისა და სპილენძის წყაროა, რითაც ხელს უწყობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების ფორმირებას, შველის ღრძილებიდან სისხლდენას.