"ჭირვეული" კუჭქვეშა ჯირკვალი - კვირის პალიტრა

"ჭირვეული" კუჭქვეშა ჯირკვალი

კუჭქვეშა ჯირკვალი ძალიან ფაქიზია. მისი მუშაობის სულ მცირედ დარღვევაც კი აფერხებს ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავებას.

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებას, პანკრეატიტს, ყველაზე ხშირად იწვევს ჰანკრეასის წვენის ცუდი ევაკუაცია, რაც ხელს უწყობს ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, გასუქების, ნაწლავების ინფექციების და დისბაქტერიოზის განვითარებას.

მისი სიმპტომები თავს იჩენს მუცლის სიღრმეში ტკივილით. დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, დიარეა, პირღებინება, გულძმარვა, საერთო სისუსტე და სწრაფად დაღლა.

თუ ამ სიმპტომებმა ხშირად შეგაწუხათ, საჭიროა გამოიკვლიოთ კუჭქვეშა ჯირკვალი.

პანკრეატიტის საუკეთესო "დამხმარეა" სიცივე, შიმშილი და სიმშვიდე. ცივი სათბურა ჭიპსა და გულმკერდს შუა ხსნის ტკივილს. ამავე დროს უნდა დაიცვათ დიეტა.

არარეკომენდებულია პარკოსნები, თეთრი კომბოსტო. სასარგებლოა უცხიმო ხაჭო, განსაკუთრებით საუზმესა და ვახშმად. საკვები უნდა მიიღოთ ხშირად და ცოტ-ცოტა.