ბუნება სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ბუნება სილამაზის სამსახურში

გთავაზობთ სახის კანის ნიღბებს:

ნორმალური სახის კანისთვის: ათქვიფეთ ნახევარი ბანანი და 1 ჩ/კ თაფლი. სახეზე წაისვით და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

მშრალი სახის კანისთვის: 1. 1 ს/კ დაკეპილი კამის, თითო ჩ/კ ზეითუნის ზეთისა და შვრიის ფქვილის ნარევი წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. გათლილი ვაშლი გახეხეთ, შეურიეთ 1 ს/კ არაჟანი ან ხაჭო. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი. ეს ნიღაბი ავიწროებს ფორებს და აახალგაზრდავებს კანს.

3. 2 ს/კ დაჭყლეტილი ძახველი და კვერცხის ცილა ათქვიფეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

მშრალი და აქერცლილი სახის კანის დასატენიანებლად შეურიეთ ერთმანეთს თითო ჩ/კ ახალი ხაჭო, არაჟანი და სტაფილოს წვენი. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი თბილი წყლით.

ნიღბების ჩამობანის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

ცხიმიანი კანისთვის: 1. 20 გ თავშავას დაასხით 1 ჩ/ჭ არაყი. გააჩერეთ 10 დღე. გადაწურეთ და გახსენით (1:1) მდუღარე წყალში და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.

2. თითო ჩ/კ ნაღებისა და ლიმონის ნარევი წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი.

3. 1 ცალ გახეხილ პომიდორს დაამატეთ ცოტა ზეითუნის (მზესუმზირის ან სიმინდის) ზეთი, 1 ჩ/კ სახამებელი, 1 კვერცხის ცილა, ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. 1 ჩ/კ შვრიის ფანტელს დაამატეთ 2 ს/კ სოდა. 1 ს/კ ნარევი გახსენით იმდენ თბილ წყალში, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ: 1. პირი არ დაიბანოთ ცხელი წყლით, რადგან ის უფრო აფართოებს ფორებს და კანიდან მეტი ცხიმი გამოიყოფა.

2. სახე გაიწმინდეთ მსუბუქად, რბილი პილინგით.

3. ყოველ კვირას სახეზე გაიკეთეთ წყლის ორთქლის აბაზანები.

4. რაციონიდან გამორიცხეთ შოკოლადი, ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტები, სანელებლები, ალკოჰოლი, სიგარეტი.

დაიხსომეთ: ნებისმიერი სახის კანის ნიღაბი პროცედურის დაწყების წინ უნდა მომზადდეს.