ბაბუაწვერას სიკეთე - კვირის პალიტრა

ბაბუაწვერას სიკეთე

ბაბუაწვერა მრავალწლიანი სარეველა ბალახებიდან გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. მის ფესვებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასაუმჯობესებლად, ნაღველმდენ და შარდმდენ საშუალებად. აქვს გამხსნელი, სპაზმების მომხსნელი თვისება, აძლიერებს მადას. ფესვების ნახარში ხსნის გლუვი კუნთების კრუნჩხვებს, თირკმლების ჭვალს და სპაზმებს.

ბაბუაწვერას ყვავილების ნახარშსა და ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის ჭვალის დროს.

გარეგანი გამოყენებისთვის რეკომენდებულია ბაბუაწვერას ფესვების ნახარში კანის სხვადასხვა დაავადების: დერმატიტის, ფურუნკულისა და მუწუკების დროს. ბაბუაწვერს იყენებენ ნაღვლის ბუშტის, ელენთის, თირკმლების დაავადებისას და ნერვული სისტემის აშლილობისას.

ბაბუაწვერას ფოთლებით დამზადებული წამლები ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტიდან და თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას. რეკომენდებულია ცელულიტის და გასუქების დროს, თირკმლების უკმარისობის, ავიტამინოზის, ანემიისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ.