როგორ დავძლიოთ დაღლილობა - კვირის პალიტრა

როგორ დავძლიოთ დაღლილობა

დიდ დატვირთვას ყოველთვის თან სდევს დაღლილობა და შრომის უნარის დაქვეითება. ამ დროს დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეების: კატაბალახასა და კრაზანას ნაყენი. კატაბალახა დამამშვიდებლად მოქმედებს, ხსნის სპაზმებს, ნერვიულობის ნიადაგზე განვითარებულ მუცლის ტკივილს. კატაბალახას ნაყენი მიიღეთ ძილის წინ.

კრაზანას ჩაი დალიეთ შუადღემდე, რადგან წნევას მაღლა სწევს. კრიტიკულ დღეებში კი უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად ქალებმა უნდა მიიღონ ხეპილპილას ნაყენი. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც აწესრიგებს ჰორმონულ ფონს და მატებს ტონუსს.

სარძევე ჯირკვლები რომ არ დაგიავადდეთ, ჭამეთ მწვანე ბოსტნეული, თევზი და ხორცი; რძემჟავა პროდუქტები გაგიმაგრებთ ძვლებს და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას.

ზედმეტი ემოციური დატვირთვაც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობილებაზე, კანზე. კანის ელასტიკურობის აღდგენაში დაგეხმარებათ მარწყვაბალახასა და წიწმატურას ნაყენი. კანს სიმკვრივე და ახალგაზრდული იერი რომ შეუნარჩუნოთ, მიიღეთ ბიოტინით მდიდარი პროდუქტები: კაკალი, ხორბალი, ოსპი, სოია.

მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები: შიშის შეგრძნება, ფორიაქი შეიძლება შეგიმსუბუქოთ წითელი სამყურას ექსტრაქტმა, რომელიც ამცირებს კლიმაქსის სიმპტომებს და იცავს სარძევე ჯირკვლებს კიბოს განვითარებისაგან.