სახის ნიღბები - კვირის პალიტრა

სახის ნიღბები

ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, ის აუცილებლად სუფთა სახეზე უნდა დაიტანოთ. გარდა ამისა, პირველი ფენის წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში ანუ ნიღბის შეშრობის შემდეგ, ეს მასა ხელმეორედ უნდა გადაისვათ კანზე და ეს პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეოროთ.

მშრალი კანი ყველაზე პრობლემური კანია, რადგან მას ყველაზე დიდი მიდრეკილება აქვს ნაოჭებისაკენ… თუმცა, მისი მოვლა სულაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ამ საქმეში მთავარი გულმოდგინება და თანმიმდევრულობაა. გთავაზობთ რამედნიმე ნიღაბს სწორედ მშრალი კანისათვის.

1. ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისმევთ, შეგიძლიათ სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ. უბრალოდ დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ, როდესაც ჩამოიბანთ, შედეგსაც დაინახავთ.

2. ნახევარი ჩაის კოვზი უნალექო ყავა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიეთ და სახეზე 15 წუთიდან ერთ საათამდე გაიჩერეთ. დროის განსაზღვრა თქვენი პრეროგატივაა.

3. ერთი ჩ/კ ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული 20 წვეთი ლომონი ერთმანეთს შეურიეთ და სახეზე წაისვით.

4. ერთი სუფრის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო და საზეზე დაიფინეთ.

ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.

წელიწადის ყველა დროს თავისი ხილი აქვს… ძალიან სასარგებლოა ნიღბად ახლადშემოსული ხილის გამოყენება. განსაკუთრებით სასარგებლოა სახის კანისათვის მარწყვის, ატმის, ვაშლის ნიღბები. ხილს ბაღჩეულიც შეგიძლიათ წაახმაროთ, მაგალითად ცხიმიანი კანისთვის ძალიან კარგია კიტრის საფენები, კიდევ უფრო კარგ ეფექტს იძლევა ნიახურის ფაფის ნიღაბი. სახეზე არც ნესვის, ბანანის წასმას მოერიდოთ. სამი ნაერთის კომბინაცია: ბანანი, ნესვი და ატამი კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს. აუცილებლად უნდა გახსოვდათ, რომ როდესაც ხილის ნიღაბი გაქვთ სახეზე, მზის სხივებს უნდა დაემალოთ!