ბუნების სასწაულები - კვირის პალიტრა

ბუნების სასწაულები

გერმანიაში გაცივებას მკურნალობენ ხახვის ვაჟინით. ფიტონციდებით მდიდარი ხახვი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

წვრილად დაჭრილ ხახვს დააყარეთ შაქარი და რამდენიმე საათი გააჩერეთ თბილ ადგილას. გამოყოფილი წვენი გადაწურეთ და დალიეთ თითო ჩ/კ დღეში 3-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.

შვეიცარიაში პოპულარულია გვირილის ყვავილის ინჰალაცია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სურდოს, ტრაქეიტისა და ბრონქიტის დროს.

მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი მუჭა გვირილის ყვავილი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და 10-15 წუთი ისუნთქეთ ორთქლი.

შვედეთში პირშუშხათი მკურნალობენ ყელის ტკივილს. მას აქვს ძლიერი ზოგადგამაჯანსაღებელი, ანთებსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ვირუსსაწინააღმდეგო თვისებები.

ყელის ტკივილის დროს 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას ფესვებს დაასხით 100მლ ანადუღარი გაცივებული წყალი და გამოივლეთ ყელში დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ხველების დროს კი პირშუშხას ახალი ფესვების წვენს დაასხით წყალი (1:10), დაა მატეთ გემოვნებით თაფლი და დალიეთ.

დანიაში გაცივებას მკურნალობენ ჩ ვიტამინით მდიდარი ასკილის პიურეთი. ასკილში C ვიტამინი 2-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 8-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.

თესლგამოცლილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ, ვიდრე დარბილდება. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ შაქარი (2კგ ნაყოფზე საჭიროა 150-200გ შაქარი), კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე.