როგორ უნდა დაიცვათ თავი გაცივებისგან - კვირის პალიტრა

როგორ უნდა დაიცვათ თავი გაცივებისგან

ძალიან მაგარი ჯანმრთელობა უნდა გვქონდეს, რომ არ გავცივდეთ. მაგრამ, სტრესები, გადაცივება და მზის სხივების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს იმუნიტეტზე, იწყება ცხვირის სისველე, მაღლა იწევს ტემპერატურა, გვეკარგება ხმა... ყოველივე ეს მწვავე რესპირატორული დავადებების სიმპტომებია.

ექიმები გვირჩევენ, აბებით მკურნალობის დაწყებამდე, მივიღოთ ნატურალური საშუალებები.

იმუნიტეტისათვის: ექინაცეა უნდა მიიღოთ პროფილაქტიკისთვის და არა მაშინ, როდესაც უკვე ავად გახდით. ეს მცენარე იმუნომოდულატორია, ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს. ექინაცეა უნდა მიიღოთ მწვავე რესპირატორული სეზონის წინ ან დაავადების პირველსავე დღეებში.

ეს პრეპარატები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში, თუმცა  შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ: ექინაცეას ყვავილებს, ფოთლებს, ღეროებს დაასხით 70%-იანი სპირტი და თბილ ადგილას თავდახურული 7-10 დღე გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და დილით 1ჩ/კ ნაყენი დაამატეთ ჩაის და დალიეთ. ხოლო გაცივების ან გრიპის პირველივე სიმპტომებისთანავე ჩაის დაამატეთ 3-4 ჩ/კ ნაყენი. სურდოს დროს კი ექინაცეას ნაყენი მიიღეთ ჩ ვიტამინთან ერთად. ექინაცეა ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს - ჩვენი ახალგაზრდობის ძირითად მტერს.

გახსოვდეთ! ექინაცეა შეიძლება მიიღოთ მხოლოდ 2 კვირა, შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა და აღარ მოქმედებს. აქვს უკუჩვენებაც - არარეკომენდებულია მისი მიღება ორსულებისთვის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ალერგიულებისთვის.

ანემიის წინააღმდეგ: ბროწეულის წვენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ებრძვის ანემიას. სასურველია, ის მიიღოთ სტაფილოს ან ჭარხლის წვენთან ერთად (1:3), ეს ნარევი აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.

ანგინის ან მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 1. ყელში უნდა გამოივლეთ წყალში გაზავებული ახალგამოწურული ბროწეულის წვენი (1:2), დაავადება სწრაფად დაიხევს უკან.

2. 1ს/კ გამხმარი ბროწეულს ქერქს ან კურკებს დაასხით 200მლ წყალი. ადუღეთ 1 წუთი, გაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ ყელში.

ნაწლავების ინფექციებისა და დიარეის დროს განკურნებაში დაგეხმარებათ ბროწეულის ქერქის ნახარში. ბროწეულის კურკების ზეთი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს, შველის თავის ტკივილს.

ბროწეულის წვენი არარეკომენდებულია გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით) და კუჭის წყლულის დროს.

ბალბიფოთოლა, რომელსაც "ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს" უწოდებენ, შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც თრგუნავენ ტკივილის გამომწვევ მიზეზებს, აქვთ ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

ოტიტის დროს ყურში ჩაიდეთ დასრესილი ბალბიფოთოლას ფოთოლი და ტკივილი გაქრება.

ხველებისა და სურდოს დროს რეკომენდებულია ბალბიფოთოლას ინჰალაცია (იყიდება აფთიაქში).

დიარეის დროს დაღეჭეთ კარგად გარეცხილი ბალბიფოთოლას ფოთლები.