გონების საკვები
11-03-2013
გონების საკვები
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარებს ნიჭის განვითარებაში ხელს უწყობს გონების საკვები საგანგებო მენიუ - საკვები ხომ დადებითად მოქმედებს ტვინის აქტიურობაზე.

გთავაზობთ ბავშვის მენიუში გასათვალისწინებელ აუცილებელი პროდუქტების სიას:
მუსლი და მარცვლეულის ფაფები, უხეშად დაფქული ხორბლის პური და მაგარი ხარისხის მაკარონი. მათში შემავალი ნახშირწყლები ამაღლებს გონების აქტიურობას და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.
კვერცხის გული შეიცავს ქოლინს, რომელიც ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და რეაქციის სისწრაფეს.
კაკალი, რომლის ლებნები ჰგავს ტვინის ნახევარსფეროებს, შეიცავს აქტიურ ნივთიერებებსა და
ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ "რუხი უჯრედების" მუშაობას, ააქტიურებენ მეხსიერებას და ეხმარებიან ახალი ინფორმაციის ათვისებაში.

ქათმის ფილე - ცილის იდეალური წყაროა. დადგენილია, რომ ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ცილა. ის მონაწილეობს იმ ნივთიერების გამომუშავებაში, რომელიც აჩქარებს აზროვნების პროცესებს, ზრდის გონებრივ ენერგიას.

თევზი მდიდარია იოდით, რომელიც ხელს
უწყობს ყურადღების განვითარებას.
ბროკოლი K ვიტამინის წყაროა, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. შეიცავს ბორს, რომლის უკმარისობაც აქვეითებს ტვინის აქტიურობას და აუარესებს სწავლის უნარს.
შტოშში ბევრი ანტიოქსიდანტია. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით