ენერგიულნი შევხვდეთ გაზაფხულს
11-03-2013
ენერგიულნი შევხვდეთ გაზაფხულს
გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას და აგავსებთ ენერგიით შემდეგი ვიტამინები და მინერალები:

1. C ვიტამინი ახალგაზრდობისა და ენერგიის წყაროა, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას, EE ვიტამინთან ერთად ორგანიზმს ათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან. ორგანიზმს მატებს მხნეობასა და სიხალისეს.
ძირითადი წყაროა: ციტრუსები, კივი, ბულგარული წიწაკა, შავი მოცხარი, მარწყვი, როგორც ახალი, ისე დამწნილებული კომბოსტო, პირშუშხა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა.

2. მაგნიუმი ააქტიურებს ორგანიზმში 350-მდე პროცესს. მაგალითად, საჭმლის მონელებას, ენერგიის მატებას, ძვლების, ქსოვილის ფორმირებას, კუნთების, თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლის,
ნერვული სისტემის მუშაობას და სხვ. მაგნიუმი მიჩნეულია ქალების მინერალად - უზრუნველყოფს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და ამსუბუქებს კრიტიკულ დღეებს, ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, რომელიც პასუხს აგებს ჩვენი კბილების, ძვლებისა და თმის ჯანმრთელობაზე.
მისი წყაროა: შირბახტის თესლი, კაკალი, მწვანე ბოსტნეული, ისპანახი და ბროკოლი, პარკოსანი, დაუმუშავებელი მარცვლეული.

3.
თუთია პასუხს აგებს მხნეობასა და იმუნიტეტზე, მონაწილეობს ცილების წარმოქმნაში, რომელიც საფუძველია ფიზიოლოგიური სიცოცხლისა. თუთიის უკმარისობის დროს არ წამოიქმნება ახალი უჯრედები და დაზიანებული არ აღდგება, უფროსებში აჩქარებს დაბერების პროცესს, პატარები და მოზარდები ცუდად ვითარდებიან, ნელა ხორცდება ჭრილობები და მოტეხილი ძვლები.
მისი ძირითადი წყაროა: ხამანწკა, ძროხის ან ქათმის ღვიძლი, ცხვრისა და ინდაურის ხორცი, ლობიო, მუხუდო.

4. B8 (ბიოტინი) ვიტამინი ხელს უწყობს ცილების ათვისებას, ურომლისოდაც ჩვენი ორგანიზმი ვერ მიიღებს ენერგიას. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს ნახშირწყლების ცვლაში, ხელს უწყობს ჰორმონების კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინთან თანამოქმედებას. ბიოტინი ასტიმულირებს გლუკოზის ცვლას, რომელიც კვებავს თავის ტვინსა და ნერვულ უჯრედებს.
ცნობისთვის: სისხლში ბიოტინის ნორმალური დონეა - 100 გ-ზე - 80-100 მგ და თუ დონე ეშვება 60 მგ-მდე, მაშინ ადამიანი ითენთება, ღიზიანდება, ხოლო 30 მგ-ის დროს, საერთოდ კარგავს რაიმეს კეთების უნარს.
მისი წყაროა: საფუარი, ძროხის ღვიძლი, კვერცხის გული, რძე, სოიის პროდუქტები, გაუსუფთავებელი ბრინჯი, ყვავილოვანი კომბოსტო, არაქისი, კაკალი, სოკო.

5. B1 (თიამინი) ვიტამინს უწოდებენ სულის მხნეობის ვიტამინს, რადგან ის კეთილსასურველად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. თიამინი აფერხებს ტვინის უჯრედების დაბერებას და ხელს უწყობს სიბერემდე ნათელი მეხსიერების შენარჩუნებას, ამიტომაც ის საჭიროა გონებრივად მომუშავე ადამიანებისთვის. B1 ვიტამინის უკმარისობა იწვევს მოთენთილობას, სწრაფად დაღლასა და გაღიზიანებას. ვიტამინ B12-თან ერთობლივად ანეიტრალებს ორგანიზმში ტოქსინებს, ეხმარება ღვიძლის ცხიმის დაყოფაში, აქვეითებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს.
ძირითადი წყაროა: წიწიბურა, შვრია, კაკალი, კარტოფილი, ასკილი, კომბოსტო, მუხუდო, ღვიძლი, ღორის ხორცი, კვერცხი, თევზი.


რედაქტორის რჩევით