ღვიძლი - ორგანიზმის ფილტრი - კვირის პალიტრა

ღვიძლი - ორგანიზმის ფილტრი

ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა (იწონის 1,5კგ-ს) და მნიშვნელოვანიც. მონაწილეობს საჭმლის მონელების, სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ასევე ასრულებს ბიოლოგიური ფილტრის როლს, ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. თუმცა, თანამედროვე ცხოვრების პირობები (არასწორი კვება, მავნე ჩვევები, წამლების მიღება) აიძულებს, იმუშაოს ექსტრემალურ რეჟიმში.

ღვიძლს, სხვა ორგანოებთან შედარებით, რეგენერაციის დიდი უნარი აქვს, მაგრამ არა უსაზღვრო. მას არ "უყვარს" ალკოჰოლი. ტოქსინების დიდი რაოდენობა ორგანიზმში თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება და იძულებულია, ღვიძლის უჯრედებმა (ჰეპატოციტებმა) გადაამუშაოს. რაც ბევრია ტოქსინი, მით მეტად ავადდება ღვიძლი. თანდათანობით უერთდება ღვიძლის ქსოვილი ფიბროზულ უჯრედებს, რომლებსაც არ შეუძლიათ შეასრულონ ჰეპატოციტების ფუნქცია. ღვიძლზე უარყოფითად მოქმედებს სტრესები.

მას ვნებს უკონტროლოდ წამლების მიღება. ამიტომ არ იმკურნალოთ თვითნებურად, მიიღეთ წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ღვიძლს ასევე ვნებს ცხიმიანი, მლაშე საკვები, პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კონსერვანტებს...

ღვიძლი რომ დაიცვათ, ჭამეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, წვნიანები, ფაფები, უცხიმო ხორცი და თევზი.

ღვიძლის ფილტრის დაავადების სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა, უმადობა, შემდეგ ჩნდება "კლასიკური" ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ ორგანოს სერიოზულ პრობლემებზე: მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი, მუქი ფერის შარდი, კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს. ანალიზამდე 2 საათით ადრე არაფერი ჭამოთ, არ მიიღოთ წვენები, რძე, ალკოჰოლი, ტკბილი ჩაი ან ყავა (წყალი შეიძლება). გახსოვდეთ, ნებისმიერი პროდუქტი ზეგავლენას ახდენს ანალიზის მაჩვენებელზე.