ქარვა მკურნალია - კვირის პალიტრა

ქარვა მკურნალია

მილიონი წელია ქარვა ინახავს მცენარეების ნარჩენებს და მწერებს - ინკლუზივებს. თუმცა ასეთი ქარვა იშვიათია, გამჭვირვალე ქარვის არა უმეტეს 10%-ისა შეიცავს ინკლუზივებს.

ქარვა - "იანტარ" - ლიტვურად ნიშნავს "დაავადებებისაგან დამცველს". ის დადებითად მოქმედებს თირკმლების, ნაწლავების, კუჭის მუშაობაზე. თუ ქარვის ნატეხს ჩააგდებთ წყალში, ის გაიწმინდება. ეს წყალი რეკომენდებულია როგორც გამხსნელი საშუალება. ქარვის მასაჟი ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ნაკერების სწრაფად შეხორცებას, ასტიმულირებს ახალი, ჯანმრთელი ქსოვილის ზრდას. მხედველობის დაქვეითებისას ქარვის ფხვნილი შეურიეთ თაფლს და მიიღეთ 1 ჩ/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ყველაზე ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს ცვილისფერს, გამჭვირვალესა და მოყვითალო-მოწითალო ფერის ქარვას. ქარვა კარგად გრძნობს ჩვენი სხეულის ენერგეტიკას: ჩუქნის სითბოს, ან პირიქით, აქრობს სიამაყესა და მღელვარებას. აქ არ მთავრდება ქარვის ბარომეტრის ფუნქცია: ის მგრძნობიარეა ატმოსფერული წნევისადმი და ეხმარება ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებს - შეეგუონ მის ცვალებადობას.

ქარვის მძივი აღვიძებს ორგანიზმში მძინარე ძალას, რაც ასე აუცილებელია შემოქმედი ადამიანისთვის.

ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ქარვის მჟავა მსგავსია იმისა, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის უჯრედებში და პასუხს აგებს ენერგოცვლასა და იმუნიტეტზე. ხშირმა ფიზიკურმა, გონებრივმა და ემოციურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ქარვის მჟავას დეფიციტი. მის აღსადგენად აფთიაქში შეიძინეთ ქარვის მჟავა ("იანტავიტი", "ლიმონტარი") და მიიღეთ თითო აბი 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში. ქარვის მჟავით დამზადებული პრეპარატები აუმჯობესებენ სუნთქვას, განაიარაღებენ თავისუფალ რადიკალებს. ამცირებენ შარდმჟავას. ქარვის მჟავა აღადგენს სახსრების მოძრაობას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ნერვული დაძაბულობის დროს ასრულებს ანტიდეპრესანტის როლს. თუ ალკოჰოლური სასმლის მირთმევამდე 1-1,5 საათით ადრე მიიღებთ 1 აბ ქარვის მჟავას, აგაცილებთ ბახუსის სინდრომს.

ქარვის პუდრს (იყიდება აფთიაქებში) თუ დაუმატებთ კანის მოვლის კრემებს, კანი გახდება უფრო ელასტიკური, გაუმჯობესდება სახის ფერი. თუ კბილის პასტას დაამატებთ, კბილებს შემატებთ სითეთრეს, გაიმაგრებთ ღრძილებს, მოაშორებთ ნადებს.