გავიუმჯობესოთ მხედველობა - კვირის პალიტრა

გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე მხედველობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა - ბალანსირებული კვება, წყლის პროცედურები, რეკომენდებული ხალხური საშუალებები და თვალების სპეციალური ვარჯიშები. რაციონში შევიტანოთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი.

A ვიტამინს შეიცავს სტაფილო, ღვიძლი, კვერცხი, ისპანახი, გარგარი.

B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს რძის პროდუქტები, სუბპროდუქტები, უხეშად დაფქული ხორბლის პური;

C ვიტამინს - ბოსტნეული, ხილი (განსაკუთრებით კივი და ციტრუსები), კენკრა (მოცვი).

E ვიტამინს - არარაფინირებული მცენარეული ზეთები, მუხუდოსა და ხორბლის ღივი;

ლუტეინს - კომბოსტოს ყველა სახეობა, ლობიო.

კონტრასტული აბაზანები და სველი საფენები თვალების დაძაბულობის მოხსნისა და დატენიანების ეფექტიური საშუალებაა.

ორ ჭურჭელში ჩაასხით ცივი და ცხელი წყალი. დახუჭულ თვალებზე მონაცვლეობით (ჯერ ცხელი, მერე ცივი) 1-2 წუთით დაიფინეთ დასველებული რბილი ქსოვილი, გაიმეორეთ 3-5-ჯერ. კონტრასტული პროცედურები დაამთავრეთ ცივი სველი საფენებით.

მარლაში გაწურეთ მოცვის წვენი, დაამატეთ წყალი 1:2 და 5-5 წვეთი ყოველდღე ჩაიწვეთეთ თვალებში დილით, პირის დაბანამდე. ასევე სასარგებლოა მოცვის წვენის სმა.

1 ს/კ დაქუცმაცებულ ოხრახუშს დაასხით მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე. შეიძლება ოხრახუშის წვენს შეურიოთ სტაფილოს ან ნიახურის წვენი.

1 ჩ/ჭ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, მიიღეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.