გავიუმჯობესოთ მხედველობა
18-03-2013
გავიუმჯობესოთ მხედველობა
მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე მხედველობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა - ბალანსირებული კვება, წყლის პროცედურები, რეკომენდებული ხალხური საშუალებები და თვალების სპეციალური ვარჯიშები. რაციონში შევიტანოთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი.

A ვიტამინს შეიცავს სტაფილო, ღვიძლი, კვერცხი, ისპანახი, გარგარი.
B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს რძის პროდუქტები, სუბპროდუქტები, უხეშად დაფქული ხორბლის პური;
C ვიტამინს - ბოსტნეული, ხილი (განსაკუთრებით კივი და ციტრუსები), კენკრა (მოცვი).
E ვიტამინს - არარაფინირებული მცენარეული ზეთები, მუხუდოსა და ხორბლის ღივი;

ლუტეინს -
კომბოსტოს ყველა სახეობა, ლობიო.
კონტრასტული აბაზანები და სველი საფენები თვალების დაძაბულობის მოხსნისა და დატენიანების ეფექტიური საშუალებაა.

ორ ჭურჭელში ჩაასხით ცივი და ცხელი წყალი. დახუჭულ თვალებზე მონაცვლეობით (ჯერ ცხელი, მერე ცივი) 1-2 წუთით დაიფინეთ დასველებული რბილი ქსოვილი, გაიმეორეთ 3-5-ჯერ. კონტრასტული პროცედურები დაამთავრეთ ცივი სველი საფენებით.

მარლაში
გაწურეთ მოცვის წვენი, დაამატეთ წყალი 1:2 და 5-5 წვეთი ყოველდღე ჩაიწვეთეთ თვალებში დილით, პირის დაბანამდე. ასევე სასარგებლოა მოცვის წვენის სმა.

1 ს/კ დაქუცმაცებულ ოხრახუშს დაასხით მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე. შეიძლება ოხრახუშის წვენს შეურიოთ სტაფილოს ან ნიახურის წვენი.
1 ჩ/ჭ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, მიიღეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?