ჩირი რა ხილია?.. - კვირის პალიტრა

ჩირი რა ხილია?..

ჩირი ახალ ხილზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

A  ვიტამინითა და კალიუმით მდიდარი გარგარის, ჭერმის ჩირი რგებს გულითა და თირკმლებით დაავადებულებს და ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის მომატებას. 5 ცალი გარგარი შეიცავს რკინისა და კალციუმის დღიურ ნორმას.  B5  ვიტამინი კი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის წვას, აფერხებს წონაში მომატებას და ამაღლებს იმუნიტეტს.

შავი ქლიავის ჩირი მდიდარია   A ვიტამინითა და  B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, თუთიითა და იოდით. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამაგრებს სისხლძარღვებს, საუკეთესო ანტიდეპრესანტია, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

შავი ყურძნის ჩამიჩი და ქიშმიში უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრისა. ქიშმიში და ჩამიჩი უხვად შეიცავს კალიუმს, ამიტომ სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვიული დაავადებების სამკურნალოდ. ხსნის სტრესს, შველის ოსტეოპოროზს. ჩამიჩი მდიდარია ბორით.

ფინიკი შეიცავს ყველა ვიტამინს, გარდა  E  ვიტამინისა და ბიოტინისა. ბევრია მასში  B5  ვიტამინი, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს. ფინიკი შეიცავს ასპირინის ანალოგიურ ნივთიერებას, საუკეთესო სიცხის დამწევია, ამდიდრებს ორგანიზმს კალიუმით.